აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

რატომ ვერ კვებავს ნიადაგი მცენარეს სასუქის შეტანის შემდეგაც კი?

ხშირად ფერმერები ფიქრობენ, რომ სუსტი მცენარეების გაძლიერება მხოლოდ მეტი სასუქის მიცემით არის შესაძლებელი, თუმცა, რეალური პრობლემა გაცილებით ღრმაა და მას ნიადაგის გამკვრივება (კომპაქტაცია) ჰქვია.

რა არის ნიადაგის გამკვრივება?

ნიადაგის გამკვრივება ხდება მაშინ, როდესაც მძიმე ტექნიკის გამოყენების, ნიადაგის განმეორებითი დამუშავების ან ინტენსიური გადაადგილების შედეგად, ნიადაგის ნაწილაკები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს. ეს ქმნის მყარ ფენას, რომლის გარღვევაც მცენარის ფესვებს უჭირს.

რა ხდება გამკვრივებულ ნიადაგში?

  • ნიადაგში არსებული ჰაეროვანი სივრცეები (ფორები) იკუმშება, რაც ფესვებისთვის ჟანგბადის მიწოდებას ზღუდავს.
  • ფესვები ვერ აღწევს სიღრმეში, რაც იწვევს მცენარის დასუსტებას და საკვები ნივთიერებების ათვისების უნარის დაქვეითებას.
  • წყალი ვერ მოძრაობს თავისუფლად და ვერ აღწევს ნიადაგის სიღრმეში, რაც იწვევს ზედაპირულ ჩამონადენს ან წყლის დაგუბებას.
  • ნიადაგი ზედმეტად მკვრივი, რის გამოც მცენარე ენერგიის დიდ ნაწილს ზრდის ნაცვლად ფესვის გასავითარებლად ხარჯავს.

გავლენა მოსავალზე

როდესაც ნიადაგი გამკვრივებულია, სასუქი „ეფექტს კარგავს“, რადგან ფესვები ფიზიკურად ვერ წვდება და ვერ ითვისებს მას, რაც იწვევს:

  • მცენარის ზრდის შეფერხებას;
  • სუსტ ფესვთა სისტემას;
  • ფოთლების გაყვითლებას (საკვების დეფიციტი);
  • დაბალ მოსავლიანობას.

როგორ გამოვასწოროთ პრობლემა?

  1. გამოიყენეთ კომპოსტი, გადამწვარი ნაკელი ან ვერმიკომპოსტი.
  2. პარკოსნები ბუნებრივად აფხვიერებენ ნიადაგს.
  3. ზედმეტი ხვნა-ფრეზვა ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა.
  4. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და საჭირო დროს სპეციალური ღრმადმხვნელი სახნისით (ჩიზელით) დაამუშავეთ ნიადაგი.

ჯანსაღი ნიადაგი უფრის ძლიერ ფესვებს, უხვ მოსავალს, ამიტომ ჯერ იზრუნეთ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და შემდეგ _ მის გამოკვებაზე.

მოამზადა  შოთა მაჭარაშვილმა