აგროსიახლეები

რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023  ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და   სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023, 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს: შპს აი ჯი აგროს, შპს ხილარს, შპს ქართული ღვინის მარანს, შპს ძმებ ხუციშვილებს, შპს აუგუსტის ხილის ქარხანას, შპს ჯიმა ნუთს, შპს ქართულ ლიმონათს და ი/მ გოჩა ოთარაშვილს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო:  თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები, თაფლი და ალკოჰოლური სასმელები.

რირა რიგა რიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა,  ირაკლი ყურაშვილმა,  ქართულ სტენდზე  ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიძის სმიტს  უმასპინძლეს.

„ბალტიის ქვეყნების ბაზარი, ჩვენი აგროსასურსათო ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ვიმყოფებით  ყველაზე დიდ რეგიონულ გამოფენაზე RIGA FOOD, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით,  წარმოდგენილია 8 ქართული კომპანია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ  ქართულ კომპანიებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტში საერთაშორისო ბაზრებზე.“ – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.

გამოფენას RIGA FOOD 2023, 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

RIGA FOOD  2023 7 სექტემბერს  გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდა.