დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

რით განსხვავდება ძროხის და თხის რძე ერთმანეთისგან?

თხის რძის სასარგებლიანობა ამ პროდუქტის უნიკალურ  შემადგენლობაშია. ვიტამინებისა და მინერალების სიუხვე აძლიერებს ორგანიზმზე მის გავლენას და ეფექტიანობას.

ცხიმები. 1 ჭიქა თხის რძე შეიცავს 10 გრამ ცხიმს, ძროხის რძე კი 8-9 გრამს. ძროხის რძისგან განსხვავებით თხის რძე არ შეიცავს აგლუტინინებს, რის გამოც, ცხიმის ბურთულები თხის რძეში ერთმანეთს არ ეკვრის, რაც უფრო ადვილად ასათვისებელს ხდის მას.

როგორც თხის, ასევე ძროხის რძე შეიცავს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების დაბალ შემცველობას, თუმცა თხის რძე უფრო მეტ უჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ისინი უფრო კარგად მოინელება ნაწლავის ფერმენტების მიერ.

ცილები. თხის რძის ცილები კუჭის წვენის ზემოქმედებით წარმოქმნის რბილ ხაჭოსებრ ნალექს, რის გამოც ცილები უკეთ და სწრაფად შეიწოვება. თეორიულად, კუჭით ეს უფრო სწრაფი ტრანზიტი შეიძლება ბავშვებისა და ახალშობილებისთვის, ვინც ძროხის რძეს ვერ იტანს, უკეთესი იყოს. თხის რძეს უპირატესობა ალერგიის დროსაც ენიჭება. ის უფრო მეტადაა მიახლოებული ადამიანის რძესთან.ლაქტოზა. თხის რძე შეიცავს გაცილებით ნაკლებ ლაქტოზას, რაც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლაქტოზას აუტანლობა აქვს.

ნივთიერებები. თხისა და ძროხის რძის მინერალური ნივთიერებების შემადგენლობა მსგავსია, მაგრამ თხის რძე 13%-ით მეტ კალციუმს, 25%-ით მეტ ვიტამინ B6, 47%-ით მეტ А ვიტამინს, 134%-ით მეტ კალიუმს და 3-ჯერ მეტ ნიაცინს შეიცავს. გარდა ამისა, თხის რძეში 4-ჯერ მეტი სპილენძი და 27%-ით მეტი ანტიოქსიდანტი სელენია, ვიდრე ძროხის რძეში.

ვიტამინები. ძროხის რძე შეიცავს 5-ჯერ მეტ B12 ვიტამინს და 10-ჯერ მეტ ფოლიუმის მჟავას ვიდრე თხის რძე.

წყარო: mkurnali.ge