აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ ვებრძოლოთ კრაზანებს (ბზიკებს)?

 

იცით თუ არა, რომ კრაზანები კონსერვატიული მწერები არიან? რომც გაანადგუროთ მათი ბუდე, უახლოეს მომავლში, იმავე ადგილას ან ახლო-მახლო ახალ ბუდეს აიგებენ.

კრაზანები გააფთრებით იცავენ საკუთარ კოლონიას, ყველაფერზე მიდიან, რათა ,,დამპყრობლები” გააძეონ, თავიდან მოიშორონ.

,,დამპყრობელი” კი შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენ, თქვენი ბავშვები და შინაური ცხოველებიც კი.

მარტო ბუდის მონგრევა არაფერს არ ნიშნავს, უმალა გამოჩნდება კრაზანების ახალი თაობა.

ბუდის მოცილება უნდა დაიწყოთ ღამის პირზე, ეცადეთ-სიბნელეში (ფანრის შუქზეც კი აქტიურდებიან), როდესაც კრაზანების აქტიურობა შენელებულია, ბუდეს ჩამოაცვით ცელოფნის პაკეტი, მოუკარით თავი და დადეთ მზის გულზე, ან ჩამოაცვით ქსოვილის პაკეტი, მოუკარით თავი და კარგად დამდუღრეთ.

ახალი საინტერესო მეთოდია _ კრაზანის ბუდეს შეასურეთ სამშენებლო ქაფი, გაშრება კრაზანებიანად, გადააგდეთ და ამგვარადაც შეგიძლიათ მოშოროთ კრაზანები.

დარჩენილ კრაზანების კოლონიასთან ბრძოლა სხვადასხვა ხაფანგების და მტვერსარუტის საშუალებითაც შეიძლება, მაგრამ თუ მათი რაოდენობა დიდია, გთავაზობთ ოჯახური ინსექტიციდის რეცეპტებს (არა ქიმიურს):

1) 2 ჭიქა წყალს შეურიეთ 30 წვეთი პიტნის ეთირზეთი, ჩაასხით შესასხურებელში და მოასხურეთ კრაზანების დაჯგუფების ადგილს. სითხე უსაფრთხოა. შეგიძლიათ ეს ნაზავი თავადაც წაისხვათ დაუცველ სხეულზე თუ კრაზანების თავდასხმის საფრტხე გემუქრებათ!

2) 2-4 სადილის კოვზი (30-60 გრ.) შამპუნი ან თხევადი საპონი შეურიეთ 500მლ. ცხელ წყალს, შეასხურეთ კრაზანებს. საპნიანი წყალი მომენტალურად კლავს მათ!

PS.

ზამთარში განაყოფიერებული მდედრების გარდა ყველა კრაზანა იღუპება!

მდედრები ქვების ქვეშ, ან და სხვადასხვა ნაპრალებში იზამთრებენ , გაზაფხულზე გამოდიან, დებენ კვერცხებს და მალე გამოჩეკილი ,,ჯარისკაცები” კრაზანები ახალი ბუდის მშენებლობას იწყებენ.

ამიტომ, კრაზანის ბუდის მოშორება ყველაზე მარტივი გაზაფხულზეა, ვიდრე ჯერ კიდევ სუსტ ბუდეს, მშენებარე კოლონიას მხოლოდ მდედრი კრაზანა და რამოდენიმე „ახალგაზრდა ,ჯარისკაცი” იცავს!

ლია მღვდელაძე,

წყარო: თქვენი ბაღი