დარგებივეტერინარიამეფრინველეობა

როგორ ვუშველოთ ახალგმოჩეკილ წიწილს, რომელსაც სიარული არ შეუძლია.

ზოგჯერ წიწილა თანდაყოლილი ნაკლით იჩეკება, სიარული არ შუძლია, ფეხები განზე გაურბის.

ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევაა, მაგრამ ახლა ამ თემის განხილვას არ შევუდგებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, რომ წიწილამ სიარული შეძლოს და ჯანრთელი გაიზარდოს? გთავაზობთ მარტივ ხერხს.

მაშ ასე: 

1 _ სურათზე ნათლად ჩანს ხეიბარი წიწილა.

 

2 _ სურათზე ვიღებთ ძაფს იმ ზომისას რა ზომაც საჭირო იქნება ფეხების ნორმალურ ზომაზე დასარეგულირებლად, ისე რომ წიწილამ სიარული შეძლო. ორივე მხარეს ვაკეთებთ მარყუჟს  და როდესაც ფეხს გავაყრევინებთ მარყუჟში, ვნასკვავთ ისე, რომ წიწილას ფეხზე არც მოუჭიროს და არც მოსძვრეს.

 

 

3 _ სურათზე ჩანს ყავარჯნიანი წიწილა.

 

რამდენიმე დღეში წიწილა დაიწყებს თავისუფლად სიარულს და ძაფის მოხსნასაც შეძლებთ.

წყარო: დეკორატიული ფრინველებისა და ჯიშიანი ცხოველების საშენი