აგროსიახლეები

რქაწითელისა და კახური მწვანზე 20 თეთრი სუბსიდია გაიცემა

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება 2023 წელსაც განხორციელდება და ის 20 თეთრი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში რთველთან დაკავშირებულ შეხვედრაზე გადაწყდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა _  მნიშვნელოვანია,  რთველი ორგანიზებულად ჩატარდეს და  თითოეულმა მევენახემ შეუფერხებლად ჩააბაროს ყურძენი, დროულად მიიღოს სათანადო შემოსავალი. 

_„წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე განხორციელდება სუბსიდირება 20 თეთრის ოდენობით. გასულ წლებში, მოგეხსენებათ, სუბსიდირების ოდენობა 35 თეთრი იყო. წლევანდელი რთველის ფარგლებში, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახეებისგან აღნიშნული ჯიშების ყურძენს ჩაიბარებს არანაკლებ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიას 20 თეთრის ოდენობით.

შესაბამისი განკარგულება მომზადდება უახლოეს დღეებში და მთავრობას წარედგინება“,_ განაცხადა ოთარ შამუგიამ.