აგროსიახლეები

საგრანტო პროგრამა სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა გამოაცხადა.

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იწყებენ 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას, რომელიც სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.

პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.

პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში.

თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170 000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.