აგროტექნოლოგიებიდარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

სახიფათო ცვლილებები ვაროა გამანადგურებლის (varroa destructor) ბიოლოგიასა და ქცევაში

რა შეიცვალა ვაროამ?

• ძველი მონაცემებით სამამლე ბარტყში ვაროას გამრავლების კოეფიციენტი იყო 2-2,5 , ახლა ფიქრობენ, რომ 4-4.5 ია. ვაროა სამამლე ბარტყში შედის ხუთჯერ მეტად;

• ადრინდელი მონაცემებით, ვაროა გამანადგურებელი ფორეზულ სტადიაში (ფუტკარზე მჯდომი 5-5,5 დღე იყო) ხოლო ვაროა იაკობსონი 11-12 დღე;

• უკანასკნელი მონაცემებით, ფორეზულ სტადიაში ვაროა გამანადგურებელი 1-2 დღეა, ზოგიერთს 0 დღე აქვს მითითებული. ამიტომ 5-6 დღიანი შუალედით მკურნალობა არაეფექტურია;

• პროფესორი ჩორბინსკი ამტკიცებს, რომ მდედრ ვაროა გამანადგურებელს ერთ დღეზე მეტი არ სჭირდება გამრავლებისთვის ხელახლა უჯრაში დასაბრუნებლად, იგივე გამოაქვეყნა 2016 წელს ერიკ ოსტერლუნდმა.

ცვლილებები ვაროას ბიოლოგიაში

• 2000 წლამდე ლიტერატურაში მითითებული იყო, რომ მიუხედავი ვაროატოზი 2- 3 წელიწადში ღუპავს ფუტკრის ოჯახს. ახლა, განსაკუთრებით ვირუსების გათვალისწინებით, ფუტკრის ოჯახი ერთ წელიწადში იღუპება;

• ფრთის დეფორმაციის ვირუსი, ქრონიკული და მწვავე დამბლის ვირუსი, ისრაელის და ქაშმირ ვირუსები, შავი სადედეების ვირუსი.

• მანუელ გარსიას მონაცემებით (სევილიის უნივერსიტეტი) 30 წლის წინ ვაროა ტკიპის 70% იყო გადაბეჭდილ ბარტყიან უჯრებში. 30 % ფუტკრებზე;

• ახლა, 85- 90 % არის გადაბეჭდილ უჯრებში, ხოლო 10-15 % არის ფუტკრებზე. ამიტომ სამჯერადი მკურნალობა 5-7 დღიანი ინტერვალით არაეფექტურია(რადგან გადაბეჭდილ ბარტყში მყოფ ვაროაზე აკარაციდები არ მოქმედებენ);

• საჭიროა 5-ჯერადი მკურნალობა, სამდღიანი ინტერვალებით, თუ უბარტყო პერიოდს არ შევქმნით ვაროა ტკიპის ქცევის ცვლილება;

აკარაციდული პრეპარატების დაბალი ეფექტურობა და ტკიპების შეჩვევა მოქმედ ნივთიერებებზე (ამიტრაზი, ფლუვალინატი, ფლუმეტრინი);

• შრომა ჩატარდა სკრიაბინის სახელობის მცირე მეცხოველეობის კათედრაზე, მოსკოვში;

კულაბუხოვის დაკვირვების შედეგები

• საშემოდგომოდ ნაწილ გადბეჭდილ ბარტყიან უჯრებში ვაროა იყო 1-3, ხოლო ნაწილში – 20-30-35-იც კი;

• ბევრ ვაროიან უჯრებში მათი გამრავლება არ ხდებოდა, ისინი კვერცხს არ დებდნენ;

ვაროა ტკიპები თითქოს გვემალებიან გადაბეჭდილ ბარტყიან უჯრებში. ტკიპამ ისწავლა დამალვა;

• ბევრ ვაროაიან უჯრებში ფუტკრებს და ფუმფლს არ აღენიშნებოდათ ვაროას ნაკბენები (ნაჩხვლეტები);

• ამდენ ვაროას ფუმფლისთვის რომ ეჩხვლიტა, ფუტკრები უჯრიდან გამოსვლამდე დაიღუპებოდნენ და მათთან ერთად დაიღუპებოდა ყველა უჯრაში მყოფი ვაროაც (ვაროამ არ იცის გადაბეჭდილი უჯრედის თავსახურის გამოჭრა).

გვიან შემოდგომაზე ვაროაზე მკურნალობის ახალი მეთოდიკის შემუშავება

• საკონტროლო ფუტკრის ოჯახები არ მუშავდებოდა;

• მეორე ჯგუფი მუშავდებოდა ბიპინით ორჯერადად, მაგრამ გადაბეჭდილი ბარტყი ხელუხლებელი რჩებოდა;

• მესამე ჯგუფი მუშავდებოდა ბიპინით და ნადგურდებოდა მთელი გადაბეჭდილი ბარტყი.

ექსპერიმენტის შედეგები

დამუშავებიდან 15 დღის შემდეგ პირველ ჯგუფში იყო 25,5% ვაროა, მეორეში _ 6% ხოლო მესამეში _2,2% აქედან ჩანს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს უბარტყობას.

თეიმურაზ ღოღობერიძე,

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი

ტელ: 599 19-75-88