აგროსიახლეები

საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, ხოლო სომხეთზე 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს

საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება, შესაბამისად, გარკვეულწილად იმპორტზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ, FAO-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია  ავრცელებს.

აქვე გთავზობთ რა რაოდენობის ბოსტნეული იწარმოებოდა 2015-2019 წლებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

bostneul-cxrilll-1612868499.jpg

 საქართველომ 2019 წელს 161.1 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთმა _ 547.1, ხოლო აზერბაიჯანმა _ 1716.2 ათასი ტონა.

 საქართველომ 2018 წელს 142.1 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთმა _ 560.3 ათასი ტონა, ხოლო აზერბაიჯანმა _ 1523.4 ათასი ტონა.

საქართველომ 2017 წელს 125.9 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთმა _ 811.9 ათასი ტონა, აზერბაიჯანმა კი _ 1407.1 ათასი ტონა.

საქართველომ 2016 წელს 141.7 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთმა _ 916.1 ათასი ტონა, აზერბაიჯანმა _ 1272.1 ათასი ტონა.

საქართველომ 2015 წელს 152.3, ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთმა _ 973.3 ათასი ტონა, აზერბაიჯანში კი _ 1276.8 ათასი ტონა. 

თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?                                

წყარო: bpn.geახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია