აგროსიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობა _ ერთწლიანი კულტურების წარმოება

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 26.9 პროცენტით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც  წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.1 პროცენტით მეტია.
კარტოფილის წარმოება 0.4 პროცენტით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების წარმოება 2016- 2023 წლებში.

სოფლის მეურნეობა 11111

ხორბლის, ქერისა და სიმინდის წარმოება 2016-2023 წლებში

(ათასი ტონა)

სოფლის მეურნეობა კარტოფილი

კარტოფილის და ბოსტნეულის წარმოება 2016-2023 წლებში

 (ათასი ტონა)

2023 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის – 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის – 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა 2016-2023 წლებში.

სოფლის მეურნეობა 222222222222222222222222

 

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება.

საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების სტრუქტურა კულტურების მიხედვით.

სოფლის მეურნეობა33333333333333333333333333

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების სტრუქტურა, 2023* წელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური