აგროსიახლეები

„საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 3 წლიანი პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“, რომლის მიზანიც ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვა იყო, დასრულდა.

პროექტის ეგიდით, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპედიციებით, მოძიებულია და ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე დაცულია ველური ვაზის 70 ფორმა. განხორციელდა ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. პარალელურად, მეცნიერემა ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიური მონაცემები შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი.

პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ეგიდიტ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.