სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები

სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის სამეცნიერო პროგრესს მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის და საინჟინრო – ტექნიკური სამსახურის (სერვისის) მდგომარეობა განსაზღვრავს. მექანიზაციის განვითარებაში წამყვანი როლი სამანქანო ტექნოლოგიას ეკუთვნის,აამიტომ პირველ რიგში ის ტენდენციები განვიხილოთ, რაც სამანქანო ტექნოლოგიის განვითარებას ახასიათებს. დავიწყოთ ნიადაგის დამუშავებით. იგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის მთელ ტექნოლოგიურ ციკლში ყველაზე ენერგოტევადი ოპერაციაა, რადგან მასზე საშუალოდ საწვავის 10-60% იხარჯება.
ბოლო წლებში მსოფლიო პრაქტიკაში ნიადაგის დამუშავების შემდეგი ტექნოლოგიები გამოიყენება: ტრადიციული, ინტენსიური, ნიადაგდამცავი, მინიმალური, ნულოვანი, დამულჩვის, ალტერნატიული და დაბაზოების.

ტრადიციული ტექნოლოგია

ტრადიციული ტექნოლოგია პირველ რიგში ნიადაგის ფრთიანი გუთნით მოხვნას გულისხმობს, ყველაზე უკეთეს შედეგს იმ რეგიონებში იძლევა, სადაც ნალექების რაოდენობა 300_400 მმ აჭარბებს. გუთანი ყამირი და ნასვენი, ასევე შეუცვლელია ნიადაგების მოსახნავად, სიდერატებისა და სარეველების ჩასახნავად. იგი ნიადაგის დამუშავების სხვა სისტემაშიც თავის ადგილს დაიკავებს, რადგან ხვნა იმის გარდა რომ ბელტის გადაბრუნებას, ნიადაგის გაფხვიერებას და არევას უზრუნველყოფს, ახდენს ნაწვერლის ნარჩენებისა და სასუქის ნიადაგში ჩაკეთებას, წვიმის შედეგად სახნავი ფენის ქვემო ნაწილში ჩატანილი ყუათიანი წვრილი კოლოიდური ნაწილების ზედაპირზე ამოტანას, ხოლო ზედა უსტრუქტურო მტვრიანი ფენის მათ ადგილზე ჩატანას. ასეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში დამკვიდრებული ნიადაგის „ტოტალური” ხვნა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას ყველა რეგიონში არ უწყობს ხელს, რადგან სახნავი ფენის ხშირი გადაბრუნება და გაფხვიერება ნიადაგის დეგრადირებას, ჰუმუსის მინერალიზაციას, ხოლო ფერდობის პირობებში გადიდებულ ეროზიას იწვევს.

თავთავიანი და სათოხნი კულტურების მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია, ტრადიციული წესით მოხვნის გარდა, სპეციალურად ნიადაგის თესვის წინა დამუშავებას გულისხმობს ისე, რომ ზედაპირი წვრილკოშტოვანი და კარგად მოსწორებული იყოს (მოშანდაკებული). ეს ხელს უწყობს ჰერბიციდების, პესტიციდების და კულტურების თესლის თანაბარ განაწილებას, მზის რადიაციის თანაბრად შთანთქვას. ამის გარდა ინტენსიური ტექნოლოგია დაპროგრამებული მოსავლის მიღებისათვის ვეგეტაციური პროცესების მართვას გულისხმობს.

ბუნებრივია, ნიადაგის დამუშავების ინტენსიური ტექნოლოგია ტრადიციული ტექნოლოგიის ჩამოთვლილ ნაკლოვანებებს კიდევ უფრო აღრმავებს. დადგენილია, რომ სატრანსპორტო ტვირთბრუნვის გათვალისწინებით მინდვრის 50-80% ტექნიკის სავალი ნაწილის ნაკვალევით იფარება. ამასთან, ნიადაგის დატკეპნვის სიღრმე ერთ მეტრს აღწევს.

ნიადაგდამცავი ტექნოლოგია

ნიადაგდამცავი ტექნოლოგიების დანიშნულება ტრადიციული და კულტურების მოსავლიანობის შემცირების გარეშე ინტენსიური ტექნოლოგიების უარყოფითი გავლენის შემცირებაა. მამჟამად მიმდინარეობს ისეთი სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების ძიება, რაც  მარტო ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიების შემცირებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ¬_ მიწის ეფექტიან გამოყენებას, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენას და გაზრდას, მისი დანაგვიანების აღმოფხვრას და საერთოდ _ დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენას. ნნიადაგის დამცავ ტექნოლოგიებში დატკეპნილი ფენის პერიოდულ გაფხვიერებას (განტკეპვნას) და მისი ინფილტრაციული თვისებების გაუმჯობესებას დიდი ყურადღება ექცევა. ნიადაგის გამოქარვისა და ჩამორეცხვისაგან დაცვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ზოლური, ხოლო ფერდობზე კონტურული მიწათმოქმედებით ხორციელდება. ნნიადაგის დატკეპნვის შესამცირებლად მიწის დამუშავების რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის გაერთიანება კარგ შედეგს იძლევა, რა დროსაც ხშირად გამოიყენება ფართო საბურავიანი ან მუხლუხოიანი აგრეგატები, რომლებიც სპეციალურად დატოვებულ ტექნოლოგიურ ნაკვალევზე გადაადგილდება.

ზოლური დამუშავება და ვერტიკალური მულჩირებით დაღარვა

ამჟამად მიჩნეულია, რომ ფერდობზე წყლისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა უსწორობების გამოყენებით ნაკლებად ეფექტიანია. უფრო კარგ მეთოდად ზოლური დამუშავება და ვერტიკალური მულჩირებით დაღარვა ითვლება, როცა ნიადაგში გაჭრილი ხვრელი სხვადასხვა სახის ორგანული მასალებით ივსება (ნაწვერალი – თივა, ფოთლები, ტორფი და ა.შ.). ასე დამუშავებული ფერდობის ზედაპირი დიდხანს ინარჩუნებს წყლის შეწოვის უნარს.

მინიმალური დამუშავება

ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგია, ფაქტობრივად, ნიადაგდამცავი ტექნოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია. თავისი არსით ის სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოყვანის ტექნოლოგიური ოპერაციების კომპლექსია, რაც ენერგეტიკულ, შრომით, მატერიალურ დანახარჯებთან ერთად, ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს.

ნიადაგის მინიმალური დამუშავების მიმართულებებია: ძირითადი ღრმა დამუშავების მცირე სიღრმეზე დამუშავებით შეცვლა; სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდების გამოყენებით რიგთაშორისების დამუშავების რიცხვის შემცირება; რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის ერთ სამუშაო პროცესად (კომბინირებული მანქანებითა და აგრეგატებით) გაერთიანება; მინდვრის მხოლოდ იმ მწკრივების დამუშავება, რომელიც ითესება.

მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში დიდი ადგილი უჭირავს სასუქების და სხვა ქიმიური მეთოდების გამოყენებას. მოსავლიანობის 20-60% სწორედ ის, ხოლო 10-30% ნიადაგის დამუშავება განაპირობებს. ამასთანავე, იგი ზრდის ნიადაგის დანაგვიანებას როგორც შხამ-ქიმიკატებით, ისე მრავალწლიანი სარეველებით, ხელს უწყობს მცენარეების დაავადების, ფესვის სიდამპლის განვითარებას. მცირე სიღრმეზე ხშირ დამუშავებას თან ახლავს ქვედა სახნავი ფენის გამკვრივება და მისი წყალ და ჰაერგაუმტარობის შეზღუდვა. ამიტომ პერიოდულად საჭიროა ნიადაგის ბრტყლად მჭრელებითა და დისკებით დამუშავების ფრთიანი გუთნით ხვნასთან შეხამება, ასევე ღრმად გამაფხვიერებელი ისეთი მუშა აგრეგატების გამოყენება, როგორიცაა: ჩიზელური გუთნები, ჩიზელური კულტივატორები, “პარა-პლოუ” ტიპის გუთან – გამაფხვიერებელები და დამღარავები.

დამულჩვით დამუშავება

ნიადაგის დამულჩვით დამუშავების ტექნოლოგია ტენის დასაგროვებლად და შესანახად, ასევე კოკისპირული წვიმების დროს ნიადაგის ჩამორეცხვისა და ზედმეტი დატენიანებისაგან ნაწვერალის და სხვა მცენარეული ნარჩენების გამოყენებით დაცვას გულისხმობს. იგი ასუსტებს ტემპერატურის დღე-ღამური და სეზონური ცვალებადობის გავლენას, ამცირებს ნიადაგის გაყინვის სიღრმეს და პაპანაქების დროს ნიადაგს გადახურებისაგან იცავს, ხელს უწყობს მკვრივ წვრილკოშტოვანი სტრუქტურის წარმოქმნას, აძლიერებს მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობას და მასთან დაკავშირებულ დადებით ბიოქიმიურ პროცესებს, ჩაგრავს სარეველებს, აფერხებს მათ ამოსვლას.

„ნულოვანი“ ტექნოლოგია

ნიადაგის დამუშავების „ნულოვან” ტექნოლოგიას მეორენაირად „ქიმიურ” ტექნოლოგიას უწოდებენ, რადგან ამ დროს მხოლოდ ნიადაგის 25%-ი მუშავდება, სარეველები კი ქიმიურად ნადგურდება. ცხადია, ეს ტექნოლოგია შეიძლება ამოქმედდეს ისეთი ნიადაგებისათვის, რომლის სიმკვრივე მცენარის გაღვივებისა და ზრდა-განვითარებისათვის რეკომენდებული, მეცნიერულად დასაბუთებული ოპტიმალური სიმკვრივის ფარგლებშია. ჰერბიციდების დიდი დოზებით გამოყენება აჭუჭყიანებს ნიადაგს და ზოგიერთი სარეველის ჰერბიციდებთან შეგუებას იწვევს.

ალტერნატიული ტექნოლოგია

სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოყვანის ალტერნატიულ ტექნოლოგიას „ორგანულ”, „ბიოლოგიურ” ან „ეკოლოგიურ” ტექნოლოგიასაც უწოდებენ. იგი მარტო სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას კი არა გამორიცხავს, არამედ ისეთ პირობებსაც ქმნის, რომლის დროსაც მათი გამოყენება საჭირო არ იქნება. ცნობილია, რომ ტრადიციულ მიწათმოქმედებაში ენერგიის საერთო დანახარჯების 25,5% სასუქებისა და პესტიციდების წარმოებაზე იხარჯება. ალტერნატიულ ტექნოლოგიაში ეს დანახარჯები გამოირიცხება, თუმცა მოსავლიანობაც 9-36%-ით მცირდება, ხოლო შრომის დანახარჯები 25-35% -ით იზრდება. მოსავლიანობა რომ არ შემცირდეს, გარდა ორგანული სასუქების გამოყენების გაზრდისა, თუ სათესი ფართობების სტრუქტურის ასეთი პროპორციით შეცვლა შესაძლებელია, პარკოსანი კულტურების წარმოება 30-40%-ით უნდა გაფართოვდეს. ალტერნატიულ ტექნოლოგიაში სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს დიდი მნიშვნელობა  აქვს. სარეველების განადგურება მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალის აჩეჩვით იწყება, როცა, ჯერ მათი ამოსვლის პროვოცირება _ ხოლო შემდეგ საოშებითა და კულტივატორებით განადგურება ხდება.

დაბაზოება და დაკვალვა

დაბაზოების და დაკვალვის მოვლა – მოყვანის ტექნოლოგია როგორც ზედმეტად დატენიანებული, ისე სარწყავი ზონებისთვისაა მოსახერხებელი. ბაზოებს შორის მოთავსებული კვლები ჭარბი წვიმის დროს კარგი წყალგამტარები, ხოლო მორწყვისას შესანიშნავი წყალმიმღებია.

მაღალი ბაზოები გვალვაში ნაკლებად გამოშრებიან და ზედმეტი ტენიანობის პირობებშიც კი უკეთ ნიავდება. ბაზოებზე დათესილ და დარგულ მცენარეების ფესვთა სისტემას ან ძირხვენა-ბოლქვებს ტრაქტორის თვლები არ აზიანებს. ბაზოები საშუალებას იძლევა შედარებით გავაიოლოთ ძირხვენებისა და ბოლქვების მექანიზებული აღების პროცესი, რადგან ბაზოებიდან კომბაინის ტრანსპორტიორებზე 30-40%-ით ნაკლები მიწა ხვდება.

ნიადაგის დამუშავებისა და  კულტურების მოვლა- მოყვანის მსოფლიოში ამჟამად მიღებული  და განვითარებული სამანქანო ტექნოლოგიების განხილვისას უნდა ავღნიშნოთ, რომ მოსავლიანობის ზრდის 30-60% მექანიზებული სამუშაოების ინტენსიფიკაციით მიიღწევა, თუმცა ნიადაგის გამტვერიანება და გამკვრივება ამ ეფექტს 10-20%-ით ამცირებს. აამიტომ პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის ძიება შეუთავსებელი ტექნოლოგიების დადებითი თვისებების შეთავსების გზით ხდება. ამის საშუალებას რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის მანქანის ერთი გავლით, კომბინირებული მუშა ორგანოებით (როცა აგროტექნიკით ასეთი შეერთება დასაშვებია) შესრულება იძლევა და ფართო მოდების განის მქონე აგრეგატების გამოყენება, როცა სავალი თვლები  მუდმივ ტექნოლოგიურ ნაკვალევზე გადაადგილდება.

აგროსამრეწველო კომპლექსის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ბევრად არის დამოკიდებული ნიადაგის დამუშავების, ყველაზე ენერგოშემცველი ოპერაციებისათვის ახალი ენერგო-რესურსდამზოგავი სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების შექმნის პრობლემის გადაწყვეტაზე. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ნიადაგის ნაყოფიერება ამჟამად ითვლება არა მარტო ბუნების საჩუქარად, არამედ როგორც წარმოების საშუალებად, ამიტომ არც ერთი მისი დამუშავების ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალება, რაც უნდა მეტი ენერგო-რესურსდამზოგი და მოსავლის მომცემი იყოს, მიღწევად არ ჩაითვლება, თუ უზრუნველყოფილი არ იქნება მისი ნაყოფიერების გაფართოებული კვლავწარმოება. ეს ფორმულა მარტო ნიადაგს კი არ, არამედ სხვა სასოფლო-სამეურნეო გარემოსაც (აგროფონს) ეხება: ჩაის ბუჩქი, ხეხილის ვარჯი, ვენახის რქა და ა.შ. სწორედ ამიტომ მექანიზაციის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებში აგროფონის გაფართოებული კვლავწარმოების შესახებ მოთხოვნა უნდა ფიგურირებდეს.

რევაზ მახარობლიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

9 thoughts on “სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები

  • 28/08/2021 at 05:51
    Permalink

    Very quickly this website will be famous amid all blogging visitors, due to it’s fastidious content

  • 30/08/2021 at 07:41
    Permalink

    Hello everyone, it’s my first pay a quick visit at this site, and post is genuinely fruitful designed for
    me, keep up posting these types of posts.

  • 02/09/2021 at 05:42
    Permalink

    Thanks designed for sharing such a fastidious thinking, article is fastidious, thats why i have read
    it fully

  • 02/09/2021 at 13:17
    Permalink

    Hey, I think your blog might be having browser compatibility issues.

    When I look at your blog site in Opera, it looks fine but
    when opening in Internet Explorer, it has some overlapping.

    I just wanted to give you a quick heads up! Other then that, wonderful blog!

  • 02/09/2021 at 23:34
    Permalink

    This paragraph will help the internet people for creating new webpage
    or even a weblog from start to end.

  • 04/09/2021 at 06:46
    Permalink

    I do accept as true with all of the ideas you’ve presented to your post.
    They are really convincing and can certainly work.
    Still, the posts are very short for newbies. May just you please extend them a little from subsequent time?
    Thanks for the post.

  • 05/09/2021 at 20:27
    Permalink

    You actually make it seem really easy together with your
    presentation but I in finding this matter to be actually something that I believe I’d
    by no means understand. It sort of feels too complicated and very huge for me.
    I am having a look forward to your next put up, I
    will attempt to get the hold of it!

  • 06/09/2021 at 00:25
    Permalink

    After I initially left a comment I seem to have clicked on the -Notify me when new comments are added- checkbox and from now on whenever a comment is added I receive 4 emails with the same comment.
    Is there a way you can remove me from that service?
    Thanks!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.