აგროსიახლეები

სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრში (CIMMYT) საქართველოს დახმარებაზე იმსჯელებენავენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს, ქერი ფაულერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას, სადაც საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი იყო განხილული, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, დამატებითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვაშინგტონიდან სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) გენერალური დირექტორი ბრემ გოვაერცი ონლაინ ჩაერთო.

მხარეებმა საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის საკითხის დეტალები განიხილეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხარისხიანი სათესლე მასალის მოწოდება და შემდგომში ხორბლის წარმოების გაზრდაა.

ოთარ შამუგიამ დეტალურად განიხილა საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.