აგროსიახლეები

კატასტროფების რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მნიშვნელობა სკოლებისთვის

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგი ,,კატასტროფების რისკის შემცირება და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მნიშვნელობა’’ გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი  ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა  თამარ  ალადაშვილმა გახსნა.
ტრენინგის ფარგლებში 150-მდე სკოლის დირექტორი გადამზადდა.

სკოლების წარმომადგენლებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის ძირითადი კონცეფცია განიხილეს; ასევე, საფრთხეების, მოწყვლადობის შეფასების, რისკის განსაზღვრის, რისკის მართვის გეგმის შემუშავების და პრაქტიკაში დანერგვის გზების საკითხებზე იმსჯელეს. ტრენინგზე საუბარი შეეხო საგანგებო მართვის გეგმებს, საგანგებო შტაბის წევრების მოვალეობებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

პრაქტიკული მუშაობის დროს, მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი კატასტროფების შესახებ იმსჯელეს, შექმნეს თემების რუკა, სადაც მოინიშნა ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი (სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, ბაღი).

ტრენინგები პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.