დარგებიმემცენარეობარეგიონები

ჭიათურა  ,,მწვანე  ოქროს“  სტატუსს იბრუნებს

ჭიათურა _,,შავი ოქროთი’’ (მარგანეცი)  მთელს  მსოფლიოში ცნობილია.

წიაღისეულის  მოპოვება-გადამუშავება, უამრავ სიკეთესთან ერთად, პრობლემებსაც ბევრს უქმნიდა მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას და ეს პროცესი დღესაც  გრძელდება.

სამაგიეროდ სრულიად უპრობლემო გახლდათ ჭიათურული ჩაი, რომელიც  სულ 200 ჰექტარი მოდიოდა, თუმცა ხარისხით დანარჩენ  საქართველოში  მოყვანილ  ,,სიცოცხლის ელექსირს“ მნიშვნელოვნად აღემატებოდა და არც პოპულარულ უცხოურ  პროდუქციას ჩამოუვარდებოდა.

ჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭჭიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიაააააააააააააააააააააააააააააააააააათთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ

გაველურებული, გადაგვარებული ჩაის ბუჩქი ახლაც შეგხვდებათ სოფლებში და ჭიათურა-ზესტაფონის  საავტომობილო გზის პირებზე.

აი, სწორედ ამ სიკეთის რეაბილიტაცია მოისურვეს ჭიათურელებმა, რისი თაოსნობაც აქაურმა ენთუზიასტმა იკისრა.

ტარიელ ჩუბინიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ  ,,ქვაციხის ჩაის თაიგულის“ თავჯდომარე:

„ქვაციხელი  მოხუცები სინანულით  იხსენებენ თუ რამხელა სარგებლობა მოჰქონდა  სოფლის მოსახლეობისთვის  ჩაის კულტურას,  სწუხან, გატყევებულ ბუჩქებს რომ უყურებენ.

ვიფიქრე, ხომ  შეიძლებოდა მათი წუხილის სიხარულად ქცევა? შეიძლებოდა  და მოვალეც  ვიყავი, გაველაკებულის  რეაბილიტაციაზე  მეფიქრა.

1121212121211222222222222222222222222222222222222222222222222222222222

 

დაწყებისთანავე  წამომეშველა  ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის სახელმწიფო  პროგრამა ,,ქართული  ჩაი“,  რითაც 80 % დაფინანსება  მივიღე. დანარჩენი, რომ იტყვიან, „ტექნიკის საქმე“  იყო. ჩავატარე  ეგრეთწოდებული  ,,მძიმე“ გასხვლა ( ბუჩქის  ძირში გადაჭრა). 12,5  ჰექტარი უკვე რეაბილიტირებულია, თითო ჰექტარი  ერთ ტონა  მოსავალს მაძლევს.

ავაშენე  ფაბრიკა. დანადგარები გავმართე დანადგარები.

მალე ჩამომივა შვედეთიდან  და ავსტრიიდან გამოგზავნილი ფიქსატორი, როილერი, დასაფასოებელი  და   ფერმენტაციის  დანადგარები. გამოვუშვებ ბრენდს – „ფიფლი“  (ბერძნულად  ქვაციხეს ნიშნავს).

პაკეტებს დამიმზადებს  საერთაშორისო ორგანიზაცია ,,გრეტა“. ასე, რომ ჩემი პროდუქცია, ხარისხითაც და დიზაინითაც, სრულყოფილი იქნება.

ჯერ-ჯერობით  გასაღების  ბაზა ადგილობრივია, მაგრამ უფრო  შორს, უცხოეთისკენაც  ვიყურები.

პროდუქციის ბიოლოგიური სისუფთავე  დამატებითი  მასტიმულირებელია გასაღებისათვის .

პერსპექტივა? მიმდევრები მყავს: კობა შეყილაძე გეზრულში, გელა კაპანაძე საკურწეში,  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაინტერესებულნი სხვებიც არიან. ყველას ერთად 90 ჰექტარის  რეაბილიტაცია  გვაქვს დაგეგმილი.  სახელწიფოს საკუთრებაში  არსებული  ფართობების  იჯარით წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებაც შეიძლება“.

პერსპექტივა რომ რეალური და ოპტიმალურია, ამას ხილთან ერთად მორთმეული  ფინჯანი ჩაიც ადასტურებს.

…და აი, უმთავრესი  დასტურიც: ჭიათურა ,,მწვანე ოქროს“  სტატუსს იბრუნებს.

ზურაბ თურმანიძე,

ჭიათურა, ოქტომბერი, 2021წ.

2