თბილისის შემოგარენში გავრცელებული სარეველები

სარეველები ველურად მოზარდი მცენარეებია, რომელთა მოყვანა არ წარმოადგენს ადამიანის მიზანს და მათი არსებობა სავარგულებზე არასასურველია. ისინი დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას, რაც გამოიხატება პროდუქციის ხარისხის გაუარესებაში, მოსავლის შემცირებაში, რის გამოც მიწათმფლობელები სასოფლოსამეურნეო სავარგულების დასარევლიანებას უწოდებენ „მწვანე ხანძარს“.

სარეველები ადვილად ეგუებიან გარემო პირობებს, ახასიათებთ ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა, უხვი თესლმსხმოიარობა, თესლის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, ადვილად გავრცელება; ისინი თრგუნავენ კულტურულ მცენარეებს, ხშირად ჩრდილავენ მათ, იწვევენ ჩაწოლას, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვთ წყალი, საკვები ნივთიერებები, ხელს უწყობენ მავნებელდაავადებების გავრცელებას. ზოგი მათგანი შხამიანია, ალერგიის გამომწვევი, რის გამოც საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და ცხოველებს. სარეველები იწვევენ ნიადაგის ტემპერატურის დაწევას, რის გამოც ნელდება მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა.

თბილისის შემოგარენში გავრცელებულია მრავალი სარეველა მცენარე. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე დახასიათება.

ლურჯი ანუ ჩვეულებრივი

ძირწითელა —

Echium vulgare L

ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ღერო სწორმდგომი, მსხვილი, შებუსული, 1 მმდე; ფოთლები ლანცეტისებური, ბოლოში წაწვეტებული, მჯდომარე; ყვავილები მჯდომარე, ყვავილობის დასაწყისში მოვარდისფრო — წითელი, შემდეგ — ლურჯი ფერის, ყვავილობს ივნისივლისში.

ჩვეულებრივი თავკომბალა —

Echinops rit­ro L.

მრავალწლიანი ეკლიანი ბალახოვანი სარეველაა ასტრაცეების ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, სუსტად დატოტვილი, მსხვილი; ღერო მარტივი, 1 მმდე; ფოთლები მორიგეობითი, ფრთისებრდანაკვთული, მუქი მწვანე; ყვავილედი კალათა, ლურჯი ყვავილებით, ყვავილობს ივლისიდან აგვისტომდე.

კუროსთავი —

Tri­bu­lus ter­res­t­ris L.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა წყვილფოთლიანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, წვრილი; ღერო დატოტვილი, მიწაზე გართხმული, 1060 სმ; ფოთოლი წყვილფრთართული; ყვავილი წვრილი, ყვითელი, ერთეული, ყვავილობს შუა გაზაფხულიდან ყინვების დაწყებამდე; ნაყოფი კაკლუჭა, დაფარულია ეკლებით

ჩვეულებრივი კრაზანა —

Hypericum per­fo­ra­tum L.

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა კრაზანასებრთა ოჯახიდან. ფესურა ძლიერი, წვრილი; ღერო სწორმდგომი, 4080 სმ, თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ მოწითალოყავისფერი; ფოთლები მჯდომარე, მოპირდაპირე, ელიფსური; ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან აგვისტომდე. ერთ მცენარეზე ვითარდება 16 000 თესლი.

მინდვრის მდოგვი —

Si­na­pis ar­ven­sis L.

ერთწლიანი ბალახოვანი ფართოფოთლიანი შხამიანი სარეველაა ჯვაროსანთა ოჯახიდან; ღეროს სიმაღლე 10100 სმ. ფოთლები მჯდომარე, მოგრძო — კვერცხისებური; ყვავილი ყვითელი ფერის; ნაყოფი — ჭოტი, ცილინდრული, შიშველი ან ოდნავ შებუსული, 24 სმ სიგრძის. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს ნიადაგში 10 წელიწადს, ერთი მცენარე ივითარებს 12002000 ცალ თესლს.

მინდვრის ბაბუაწვერა —

Ta­ra­xa­cum of­fi­ci­na­le Wgg.

მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ღერო სწორი, 30 სმ სიმაღლის; ფოთოლი მწვანე, დაკბილული; ყვავილედი — კალათა, ყვავილი ყვითელი, ერთეული. ერთ მცენარეზე ვითარდება 3000 – 8000 თესლი.

ქუთქუთა —

Thlas­pi ar­ven­se L.

ერთწლიანი ბალახოვანი, შხამიანი მცენარეა, ჯვაროსანთა ოჯახიდან, ღერო მარტივი ან დატოტვილი, 1050 სმ სიმაღლის; ფოთლები ისრის მაგვარი მჯდომარე, ყვავილი წვრილი თეთრი ფერის. ყვავილობს აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფი ჭოტაკი, მრგვალი ან მომრგვალო ოვალური; ერთი მცენარე იძლევა 10 000მდე თესლს.

გლერტა —

Cyno­don dac­ty­lon (L.) Pers.

მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან 1550 სმ სიმაღლის; ღერო დატოტვილი, სწორი; ფოთლები ლანცეტისებური, უხეში; ყვავილედი — თავთავი წვრილი. კილიანი მარცვალი მოგრძოკვერცხისებური; ერთი მცენარე იძლევა 10 000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 10 წელიწადს.

ყვითელი ძიძო —

Melilotus of­fi­ci­na­lis L.

ორწლიანი ბალახოვანი შხამიანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა; ფოთოლი სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული; ყვავილი წვრილი, ყვითელი. ყვავილობს ივნისსექტემბერში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე თეთრი ძიძო. თესლი ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 67 წელს; არაა მომთხოვნი ნიადაგებისა და კლიმატური პირობების მიმართ; სინათლისმოყვარული, ზამთარგამძლე და გვალვაგამძლეა.

ღვარძლი —

Lolium te­mu­len­tum L.

ღვარძლი ერთწლიანი მარცვლოვანი შხამიანი სარეველაა. ფესვი — ფუნჯა, ღეროს სიმაღლე 50100 სმ; ფოთლები — ხაზურა; თავთავი — ელიფსური, კილიანი მარცვალი ოვალური, მონაცრისფრო — მოყვითალო, ერთ მცენარეზე ვითარდება 600 მარცვალი. მარცვალი შხამიანია, რადგან შეიცავს ალკალოიდ თიმულინს.

ყვითელი ტუხტი —

Althaea ru­go­sa Alef.

მრავალწლიანი მცენარეა 50200 სმმდე ბალბისებრთა ოჯახიდან; ღერო სწორი, ცილინდრული, შებუსული; ფოთლები 57 ფრთისებრდანაკვთული, ყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული; ყვავილები ყვითელი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლმსხმოიარობა ივლისიდან, ერთ მცენარეზე ვითარდება 4001000 თესლი.

თეთრი სამყურა —

Tri­fo­li­um re­pens L.

მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი, ვრცელდება 4060 სმ სიღრმეზე; ღერო მხოხავი, დატოტვილი, შიშველი; ფოთლები რთული, გრძელი ყუნწით, თითქმის სფეროსებური; ყვავილი თეთრი, ყვავილობს მაისიდან გვიან შემოდგომამდე; ნაყოფი პარკი, მწიფდება ივნისივლისში, ერთი მცენარე იძლევა 100010000 თესლს, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს 23 წელს.

წითელი სამყურა —

Tri­fo­li­um pre­ten­se L.

მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან. ფესვი მთავარღერძა, დატოტვილი; ღერო სწორი, 2060 სმ სიმაღლის; ფოთოლი რთული, ელიფსური; ყვავილი წითელი, ვარდისფერი; ყვავილობს მაისიდან სექტემბრამდე; ნაყოფი პარკი, ნაყოფი მწიფდება ივლისიაგვისტოში.

ნინო დათუკიშვილი,

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი

სპეციალისტი;

მაია გიორბელიძე,

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ენტომოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.