აგროსიახლეები

 თევზში ტრიფენილმეთანის საღებავების ნარჩენებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია თევზში ტრიფენილმეთანის საღებავების ნარჩენებისა და მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა.

კვლევის მეთოდი თევზში მალაქიტის მწვანის, ლეუკო მალაქიტის მწვანის, კრისტალური იისფერის, ლეუკო კრისტალური იისფერის და ბრილიანტის მწვანის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული კვლევის მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემოწმდეს თევზ-პროდუქტები.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.

წყარო: სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია