თუშური ცხვარი

თუშური ცხვარი მცირე დუმიანთა ჯიშს მიეკუთვნება. იგი აღმოსავლეთ საქართველოს, ალპური ზონისა და მომთაბარე პირობებისთვის საგანგებოდ XII-XIII საუკუნეებშია  გამოყვანილი. თუშური ცხვარს მკვრივი, მაგარი აგებულების ტანი აქვს. იოლად იტანს შორ მანძილზე გადარეკვას. კარგად ეგუება მეჩხერ საძოვრებზე. შედარებით ადრე მწიფდება. იძლევა მაღალი ხარისხის ხორცს. აქვს თეთრი, ფაფუკი, ელასტიკური, მბზინავი მატყლი. წელიწადში ორჯერ იკრიჭება. ნერბის ცოცხალი წონა 41-42კილოგრამს აღწევს, ვერძისა _ 50-60კილოგრამს, ნერბი 2,5-3 კილოგრამ მატყლს იძლევა, ვერძი _ 3-4 კილოგრამს.
თუშური ცხვრის ჯიშის გასაუმჯობესებლად მრავალი მეცნიერი იღვწოდა.
1932-45 წლებში ლინკოლნის და წმინდა მატყლიანი მერინოსის მწარმოებლებთან შეჯვარებით გამოიყვანეს ქართული ჯიშის ცხვარი, რომელიც გარეგნულად თუშურს წააგავს. ქართულ ცხვარსა ნაირბეწვის მაგივრად მაღალი ღირსების ერთგვაროვანი კროსბრედული მატყლი აქვს. კარგად ეგუება მომთაბარეობას. თუშურთან შედარებით, მეტს იწონის, ხორციც (თუშური ცხვარივით გემრიელი ვერ აქვს) კარგი აქვს. განსაკუთრებულ კვებას არ საჭიროებს. ამ ჯიშს გაზაფხულზე მატყლი სცვივა და თვისება მას ეს თვისება მემკვიდრეობით გადაეცემა. ეს ჯიში საქართველოში ვერ გავრცელდა.
დაახლოებით იმავე წლებში (1936-45) თუშური ცხვრისა და წმინდა მატყლიანი ცხვრების შეჯვარებით გამოიყვანეს ქართული წმინდა მატყლიანი ცხვრის კიდევ ახალი ჯიში, რომელსაც მერინოსის მაგვარი, ერთგვაროვანი წმინდა მატყლი აქვს. ხასიათდება საშუალო ხარისხის ხორცით. გარეგნულად საკმაოდ ლამაზია. გაზაფხულზე ბეწვი მასაც სცვივა და ამასთან, საკმაოდ დიდი რაოდენობით.
ასეთია თუშური ცხვრის ახალი „გაუმჯობესებული“ ჯიში. მერძეულობისთვის კი არავის მიუქცევია ყურადღება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცხვრის წველა გაცილებით ადრეა დაწყებული, ვიდრე ფურის. ცხვარი უფრო ადრე მწიფდება. მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის რძეს, ხორცს და ტყავს იყენებენ. ფურისგან შთამომავლობის მიღებას მეტი დრო სჭირდება. ცხვარი დაახლოებით ორი წლის ასაკში დადოლდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იმერული ცხვარი 11-13 თვის უკვე იძლევა ნაშიერს, მრავალ ბატკანს და მაკეობის ხანგრძლივობა სხვა ჯიშის ცხვრებთან შედარებით, მოკლე აქვს.
ცხვრის წველას და მისგან რძის პროდუქტების მიღებას საუკუნოვანი ისტორია აქვს. მას წველიან ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია. მისი რძე მაღალკალორიულია. დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. მეცნიერთა კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ რძის მისაღებად ყველა ჯიშის ცხვარი გამოდგება, რაც მარტო ცხვრის შენახვის თავისებურებაზე და კვებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ლაქტაციის დროს ცხვრის მიერ რძის მოცემის სტიმულირებაზე (სტიმულატორებზე).ცხვრის წველადობა დოლიდან 35 დღის განმავლობაში იზრდება, როდესაც სტიმულატორი თავად ბატკანია.
გაცილებით ეკონომიურია ცხვრის რძისგან ყველის ამოყვანა, ვინაიდან ერთი კილოგრამი ყველის ამოსაყვანად 4-5კგ ცხვრის რძეა საჭირო, მაშინ როდესაც, იგივე წონის ყველი 8-10კგ. ძროხის რძისგან მიიღება.
მერძეული მეცხვარეობა სარფიანია თუ განვითარდება ქალაქის გარეუბანში მცხოვრებლებს შორის. ცხვრის რძე, განსაკუთრებით სუსტი ადამიანებისათვის, ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიული საშუალებაა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

11 thoughts on “თუშური ცხვარი

  • 28/08/2021 at 20:54
    Permalink

    My brother recommended I might like this website. He was entirely right.
    This post actually made my day. You cann’t imagine just how much time I
    had spent for this information! Thanks!

  • 30/08/2021 at 14:18
    Permalink

    Link exchange is nothing else but it is just placing the other person’s weblog link on your page at suitable
    place and other person will also do similar in support of you.

  • 01/09/2021 at 18:42
    Permalink

    Hi there, yup this article is really pleasant and I have learned lot of things from it concerning blogging.
    thanks.

  • 02/09/2021 at 01:54
    Permalink

    Thankfulness to my father who shared with me on the topic
    of this web site, this website is in fact awesome.

  • 03/09/2021 at 14:31
    Permalink

    Thanks for another magnificent post. Where else may just
    anyone get that kind of information in such an ideal way of
    writing? I’ve a presentation subsequent week, and I’m on the search for such information.

  • 04/09/2021 at 09:52
    Permalink

    My spouse and I stumbled over here by a different website and thought I might as well
    check things out. I like what I see so i am just following you.
    Look forward to going over your web page yet again.

  • 05/09/2021 at 08:02
    Permalink

    Hello there, just became aware of your blog through Google, and found that it
    is truly informative. I am going to watch out for brussels.
    I will be grateful if you continue this in future.

    A lot of people will be benefited from your writing.

    Cheers!

  • 06/09/2021 at 07:57
    Permalink

    Hello there! Do you use Twitter? I’d like to follow you if that would be okay.

    I’m undoubtedly enjoying your blog and look forward to
    new updates.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.