ტკბილი წიწაკა
ტკბილი წიწაკა ძაღლყურძენისებრთა ოჯახის, ნახევრად ბუჩქოვანი, ერთწლიანი მცენარეა.მისი სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. საქართველოში ფართოდ გავრცელებული კულტურაა.
კულტურაში გვხვდება წიაკის 4 სახეობა, განასხვავებენ წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს. ცხარე გემოს იწვევს მასში არსებული ნივთიერება კაფსაცინი. ცხარე წიწაკაში ის დიდი რაოდენობითაა, ხოლო ტკბილ წიწაკაში შედარებით მცირე.
შემცველობა
წიწაკა მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებებით, ტკბილი წიწაკა შეიცავს 12-15 % მშრალ ნივთიერებას და შაქრებს 2-3 %-მდე, ხოლო მწარე წიწაკაში მშრალი ნივთიერება 9-20 %-ია. ტკბილი წიწაკა მდიდარია ვიტამინებით, იგი შიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდს და ქლორს.
ბიოლოგიური დახასიათება
წიწაკა მოყავთ წინასწარ გამოყვანილი ჩითილით. საადრეო ჩითილის მისაღებად მცენარე უნდა დაითესოს დარგვამდე 45-50 დღით ადრე. ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. ჩითილის გამოზრდის მთელი პერიოდის მანძილზე იცავენ ნიადაგის ოპტიმალურ ტენიანობას. დაუშვებელია ნიადაგის დატბორვა, რწყავენ ყოველ 1-2 დღეში, ოთხი-ხუთი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ კი ყოველ დღე. დილით სითბური რეჟიმი იცვლება ჩითილის ასაკიდან გამომდინარე. აღმონაცენის გამოჩენამდე ტემპერატურა საჭიროა იყოს მზიან დღეებში 25-30 გრადუსი. მზიან დღეებში 25-27 გრადუსი, ხოლო მოღრუბლულში 20 გრადუსი, როდესაც ჩითილს აქვს ექვსი ნამდვილი ფოთოლი და არანაკლებ 12-15 სმ-ის სიმაღლე – ზღუდავენ მორწყვას, ამცირებენ ტემპერატურას, გარე ტემპერატურის დონემდე, აუჯობესებენ ბუნებრივ განათებას. გადარგვის წინ ჩითილებს კარგად რწყავენ
გამრავლება
წიწაკა მოჰყავთ წინასწარ გამოყვანილი ჩითილით. საადრეო ჩითილის მისაღებად, მცენარე უნდა დაითესოს დარგვამდე 45-50 დღით ადრე. ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. ჩითილის გამოზრდის მთელი პერიოდის მანძილზე იცავენ ნიადაგის ოპტიმალურ ტენიანობას, დაუშვებელია ნიადაგის დატბორვა, რწყავენ ყოველ 1-2 დღეში, ოთხი – ხუთი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ კი ყოველ დღე, დილით სითბური რეჟიმი იცვლება ჩითილის ასაკიდან გამომდინარე. აღმონაცენის გამოჩენამდე ტემპერატურა საჭიროა იყოს 25-30 გრადუსი, მზიან დღეებში 25-270C, ხოლო მოღრუბლულში 200C, როდესაც ჩითილს აქვს ექვსი ნამდვილი ფოთოლი და არანაკლებ 12-15 სმ-ის სიმაღლე – ზღუდავენ მორწყვას, ამცირებენ ტემპერატურას, გარე ტემპერატურის დონემდე, აუმჯობესებენ ბუნებრივ განათებას. გადარგვის წინ ჩითილებს კარგად რწყავენ.
ნიადაგის მომზადება
ღია გრუნტში წიწაკის მოსაყვანად ნიადაგს ამზადებენ შემოდგომით ან გაზაფხულზე. რეკომენდირებულია ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის ჩატარება. მოხვნის წინ შეაქვთ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქი. ნიადაგის გრუნტს ამუშავებენ 20-25 სმ-ის სიღრმეზე, გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ტკბილი წიწაკა ვერ იტანს ნედლ ნაკელს, ხოლო კომპოსტზე კარგად რეაგირებს. ჩითილების გადარგვას იწყებენ, როცა ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13-15 გრადუსია, ძალიან ცხელ ამინდში მცენარეთა გადარგვა არასასურველია.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“
წყარო: www.agrovitafsc.com