ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა და სასტუმროს ფასების დინამიკა 2022 წლის იანვარი – ივლისი
2022 წლის ივლისში საერთაშორისო ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 80.6%-ით აღდგა და 459 711 შეადგინა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსი, ბელორუსი და უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობებში. 2022 წლის ივნისში შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობას შორის სხვაობა ყველაზე მაღალი რუსებისთვის აღმოჩნდა, მსგავსად წინა თვეებისა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა საერთაშორისო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მოგზაურების მასობრივი შემოსვლა, შიდა ვიზიტორების მიერ საქართველოს ტურისტულ ადგილებზე გაზრდილი მოთხოვნა და სასტუმროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საქონელზე გაზრდილი ფასები.
კვლევის მასალები სრყკად იხილეთ თანდართულ ბმულზე: https://pmcg-i.com/publications_file/e03962fb4e40b7c56.pdf