დარგებიმევენახეობა-მეღვინეობამცენარეთა დაცვა

ვაზის ჭრაქი და მის წინააღმდეგ ბრძოლა

 ვაზის ჭრაქი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი სამშობლო ამერიკაა, იგი საქართველოში პირველად შავი ზღვის სანაპიროზე გაჩნდა და მეცხრამეტე საუკუნის 80 წლებიდან არის ცნობილი.

 ჭრაქის გამომწვევი სოკოა Plasmopara viticola, რომელიც ფესვის გამოკლებით, ვაზის ყველა ორგანოს აზიანებს,  ყველაზე მკვეთრად კი ფოთლებზე და მტევანზე ვლინდება. 

ჭრაქით დაავადების განვითარება იწყება იმ შემთხვევაში თუ ნიადაგის ზედაპირზე ტემპერატურაა 110C და მეტი ან წვიმიანი ამინდის გამო ტენიანობის მაღალი მაჩვენებელი – 80% აჭარბებს.

როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან ინფექციის გავრცელების ოპტიმალური ტემპერატურაა 18-240C.

ნიშნები

ფოთლის ზედაპირზე ჭრაქის პირველი მოყვითალო-მომწვანო სხვადასხვა ზომის ლაქებით შეიმჩნევა.

იმ დროს, როცა ღამით ტენიანობა იმატებს, ფოთლის შიდა მხარეს, ზეთოვანი ლაქების ქვეშ, წარმოიქმნება სოკოს თეთრი ფქვილისებური ფიფქი.

მტევანი მტევანი მტევანი ლკადლფკალდკ

ჭრაქი ვაზის მტევანზე

მტევანზე მარცვლების დაავადება ყუნწის მიმაგრების ადგილიდან იწყება, რაზეც ვითარდება მოლურჯო ფერის ჩაღრმავებული ლაქები, შედეგად მარცვლები რბილდება, ჭკნება, ყავისფრდება და იოლად ცვივა მტევნიდან.

ჭრაქს ახასიათებს სწრაფი გავრცელება. ვაზი განსაკუთრებით იოლად ავადდება ყვავილობის წინ და მარცვლის ჩამოყალიბების პერიოდში.

წამლობა

ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდები. ვეგეტაციის დასაწყისში და ბოლოში კონტაქტური ფუნგიციდები:  „კუპროქსატი“, „დელანი“, „კოსაიდი“ და ა.შ. (სასურველია კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან!), ხოლო შუალედური წამლობების დროს  სისტემური ფუნგიციდები: „კაბრიო ტოპი“, „აკრობატ მც“, „აკრობატ ტოპი“, „რიდომილ გოლდი“,  და ა.შ. (სასურველი კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან!).