აგრარული განათლებარუბრიკები

ვერმიკულტურა _ კეთილშობილი ჭიაყელა

  უჭიაყელოდ დედამიწა გაყინული, უსარგებლო პლანეტა იქნებოდა“

ჰელბერტ უაიტი

 ბუნებამ  უამრავ უნიკალურ არსებასთან ერთად შექმნა ჭიაყელაც, რომელიც არსებობის განმავლობაში იმდენ და ისეთ სიკეთეს (ბიოჰუმუსი, კაპროლიტი) ქმნის, რისი შეფასება შეუძლებელია.

ჭიაყელები და ბიოჰომუსის წარმოება

ორგანულ ნივთიერებებს, მათ შორის ნაკელს ჭიაყელები უფრო სწრაფად და  სრულყოფილად გადაამუშავებენ, ვიდრე ნიადაგის სხვა მიკროორგანიზმები.

ჭიაყელები ნიადაგთან ერთად შთანთქავენ და ინელებენ უზარმაზარი რაოდენობის მცენარეულ ნარჩენებს, მარტივუჯრედიან არსებებს, მიკრობებს, სოკოებს,  და კაპროლიტთან (ესკრემენტები) ერთად გამოყოფენ დიდი რაოდენობით ჰუმუსს _ ამინომჟავებს, ფერმენტებს, ვიტამინებს, საკუთარ მიკროფლორას და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც თრგუნავს დაავადებულ მიკროფლორას.

ამავე დროს ჭიაყელა ორგანულ მასას უქრობს სუნს, აუვნებლებს, აგრანულებს და  მიწის სასიამოვნო სურნელს სძენს.

ჭიაყელებს აქვთ უნიკალური უნარი მიწისქვეშა ქსელის გაყვანის დროს უზადოდ შეასრულოს მელიორაციის და ნიადაგის გაფხვიერების რთული ოპერაცია.

სად ბინადრობს ჭიაყელა?

ჭიაყელებია ბუნებრივად ტენიან ნიადაგში ბინადრობენ. ისინი ძალიან მომთხოვნი არიან აზოტისა და აზოტის შემცველი ორგანიზმებისადმი. აზოტით მდიდარ გარემოში ჭიაყელების ზრდისა და გამრავლების ინტენსივობა მკვეთრად მატულობს; მათი  არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტენიანობას. 30-35% დაბალი ტენიანობის დროს მათი განვითარება ნელდება, ხოლო 22 % სინოტივის შემთხვევაში ერთ კვირაში იხოცებიან. მათ გასამრავლებლად ოპტიმალურ ად ითვლება 70-85%, თითქმის მათი ორგანიზმის წყლის შემცველობის ტოლი

ტენიანობა; ჭიაყელებიPH=5-ზე ნაკლები და PH=9-ზე მეტი მჟავიანობის დროს 5-6 დღეში იღუპებიან. ოპტიმალურად ითვლება ნეიტრალური PH6-7-მჟავიანობის შემცველი გარემო; როგორც წესი, +5 გრადუს ცელსიუსის დროს ჭიაყელები კუჭ-ნაწლავს ისუფთავებენ, კვებას წყვეტენ, ნიადაგში ღრმად ჩადიან და იძინებენ. გაზაფხულზე, ნიადაგის ზედაპირის გათბობამდე 1,5-2 კვირით ადრე იღვიძებენ და ტემპერატურის აწევისთანავე აქტიურდებიან; ბიომასაში 0.5 მარილის კონცენტრაცია ჭიაყელებისთვის დამღუპველია, თუმცა ჭიაყელები კარგად იტანენ კალციუმის ნახშირორჟანგის, რკინა-ნახრორჟანგის, ალუმინ-გოგირდმჟავასა და ქლორ-რკინის ჭარბ კონცენტრაციას; ყოველი ზრდასრული ინდივიდი ზაფხულის პერიოდში 18-24 კვერცხს (ბუდეს) დებს, რაშიც 1-დან 21 ცალამდე კვერცხია. 2-3 კვირის შემდეგ ბუდიდან პატარა ჭიაყელები იჩეკებიან, 7-12 კვირის შემდეგ თვითონ შესწევთ გამრავლების უნარი. ჭიაყელები 10-15 წელიწადს ცხოვრობენ, აღწევენ 10 სანტიმეტრის სიგრძეს. ახალგაზრდა ზრდასრული ინდივიდები 1 გრამამდე იწონიან.

ტექნოლოგიური ჭიაყელები

ამერიკაში სელექციით მეცნიერებმა გამოიყვანეს წითელი კალიფორნიული ჭიაყელები, რომლებსაც ჩვეულებრივ (კალიფორნიული მსგავსი) კლიმატურ პირობებში 18-26 – ჯერ, ხოლო სპეციალურ სათბურებში 500-ჯერადი კვლავწარმოების უნარი შესწევთ, მაშინ როცა მათ ბუნებაში არსებულ ნათესავს მხოლოდ 4-6-ჯერადი კვლავწარმოება შეუძლიათ.

ჭიაყელებს ნებისმიერი ორგანული ნარჩენების გადამუშავება და მისგან საუკეთესო ბიოჰუმუსის „დამზადება“ შეუძლიათ.

ბიოჰუმუსი _ დელიკატესი და მსუყე საკვები მცენარისთვის

ბიოჰუმუსი ჰუმუსის და ჰუმუსური მჟავების მაღალშემცელი  ბიოლოგიურად სუფთა უნიკალური სასუქია, რომელიც მცენარისათვის საჭირო ყველა მინერალსა და ნივთიერებას შეიცავს, რაც ნიადაგის ნაყოფიერებას განუზომლად ზრდის.

განვითარებული ქვეყნები უკვე კანონმდებლობით უზღუდავენ ფერმერებს სასურსათო დანიშნულების პროდუქციის საწარმოებლად ქიმიური სასუქების გამოყენებას, რადგან პესტიციდები, ჰერბიციდები და ნიტრატების ნარჩენები ორგანიზმში გროვდება და სხვადასხვა დაავადებებს (ალერგიიდან-სიმსივნემდე) იწვევს.

ბიოჰუმუსის საკვები ნივთიერებები თანდათანობით იხსნება წყალში და ამ სახით შეუძლია მცენარე დიდი ხნით უზრუნველყოფა საკვებით _ აზოტით, ფოსფორით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით და სხვა. ამიტომ საკმარისია ნიადაგში ბიოჰუმუსის სეზონზე ერთხელ შეტანა.

რატომ არის ბიოჰუმუსი (ვერმიკულტურა/კომპოსტი) ეფექტიანი და რა აქცევს ნიადაგს ნაყოფიერს?

მასში ჰუმუსის შემცველობა. ჰუმუსის შესანიშნავი თვისებების საიდუმლო განპირობებულია მის ბაქტერიული ფლორის სიმდიდრეში, რაც 1000-ჯერ სჭარბობს ცხოველური ნაკელის ფლორის სიმდიდრეს. არადა, დღემდე ის საუკეთესო ნატურალურ სასუქად მიიჩნეოდა. ჰუმუსი ძალიან დიდი რაოდენობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ძირითადი საკვები ელემენტების შემცველობის მხრივ ერთი ტონა ბიოჰუმუსი 100 ტონა დამწვარ ნაკელს აჭარბებს.

ბიოჰუმუსის ეფექტიანობა 15-20 ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ორგანული სასუქისა (ნაკელის, კომპოსტისა და სხვა). ნიადაგი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო განმაცვიფრებელია ბიოჰუმუსისგან მიღებული შედეგი. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უდაბნოს ართმევენ ათიათასობით კვადრატულ მიწის ფართობს და ბიოჰუმუსის დახმარებით ანაყოფიერებენ. არაბეთის ემირატები, რომელიც ევროპაში ყიდულობს ბიოჰუმუსს იმპორტიორი ქვეყნიდან საკვები პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად იქცა.

რატომ არის ბიოჰუმუსი სწრაფმოქმედი სასუქი?

ბიოჰუმუსი შეიძლება ჯარისკაცებს შევადაროთ, რომლებიც სრული საბრძოლო აღჭურვილობით საბრძოლო პოზიციებზე არიან გამაგრებულნი. ნებისმიერი სხვა ორგანიკა (ნაკელი კომპოსტი თუ სხვა) ეს მძინარე ჯარისკაცებია. ისინი, რა თქმა უნდა იბრძოლებენ, მაგრამ ჯერ უნდა გაიღვიძონ და გამოფხიზლდნენ. ბიოჰუმუსის გრანულების ზომების მიხედვით იყოფა რამდენიმე ფრაქციად: მცირე 1 მმ-მდე. საშუალო, 2 მმ-მდე და მსხვილი 3 მმ-მდე, ხოლო ეგრეთწოდებული ჰუმუსური ფქვილი ეს უმცირესი 0, 1 მმ-მდე ფრაქციაა _ სასწრაფო დახმარება მცენარისთვის, რომელიც მომენტალურად მოქმედებს.

   რატომ არის ბიოჰუმუსი უნივერსალური სასუქი?

ბიოჰუმუსი ნებისმიერი ბაღჩეული და ბოსტნეული, ყვავილებისა და გაზონის კულტურისათვის საუკეთესო სასუქია. მის შემადგენლობაში დაბალანსებულად არის შეჯერებული მაკრო და მიკროელემენტები: მცენარის ზრდისათვის აუცილებელი ბიოსტიმულატორები, ვიტამინები, ნიადაგის პათოგენური ფლორის დამთრგუნავი ელემენტები, 18 სახის ამინომჟავა და სხვა სასარგებლო მიკროფლორა.