აგროსიახლეები

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“, სექტემბერი, 2022 წ. № 9 (120)

 ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2022 წლის სექტემბრის ნომრის ელექტრონული ვერსია მკითხველთათვის ხელმისაწვდომია.

ჟურნალში მკითხველი გაეცნობა ინფორმაციებს ყურძნის დაწურვის, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის, ქვევრში ტკბილის მთლიანად ჭაჭაზე დადუღებით ღვინის დაყენების შესახებ, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ორგანული  მწვანე მასის დამზადების და მეცხოველეობაში გამოყენების წესებს, ჭვავის კულტურას და მის გავრცელების შესაძლებლობებს საქართველოში, ინფორმაციას დავიწყებული ტექნოლოგიების, ცეცხლოვანი კულტივატორების თაობაზე, სიმინდის საშიში დაავადების „მშრალი სიდამპლის“ შესახებ, გაეცნობით საყურადღებო  ინფორმაციებს მეფუტკრეობის, მეცხოველეობის და სხვა საინტერესო საკითხებზე.

 ჟურნალი კვლავ გთავაზობთ სპეციალური ჩანართს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია  რეგიონებში დღეს არსებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე,  მესაქონლეობის ექსპოზე, სტუდენტთა სტაჟირების პროგრამაზე.

ჩანართი  მომზადებულია პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL  ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია  Land O’Lakes Venture37 ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.

ჟურნალის ელექტრონული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №8(119): https://drive.google.com/drive/u/3/folders/1MDS4pQer6zcKoLROgFAMzBfQ5E_UDaeQ

გამოიწერეთ, იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!

ჟურნალის ერთი წლით გამოწერა ღირს 36 ლარი, ნახევარი წლით _ 18 ლარი.

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია პრესის გავრცელების სააგენტოს elva.ge-ს (ტელ: 577  99 16 51; 032 238 26 73; 032 2 38 26 74) მეშვეობით, ან ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქციაში,

ელ-ფოსტ: agroasca@gmail.com

www. agronews.ge

ტელ: +995 599 16 18 31

ჟურნალის მომდევნო _ მე-10 (121) ნომერი გამოვა ოქტომბრის ბოლოს!