აგროსიახლეები

„ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL _ ჩანართი №5

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ წარმოგიდგენთ  პროექტ, „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), ჩანართის მეხუთე გამოცემას. 

ჩანართში  მკითხველი გაეცნობა საინტერესო მასალებს მეცხოველეობის დარგის შესახებ, როგორ შევიძინოთ უვნებელი ხორცი,  ასევე ცხოველთა დაავადებების შესახებ ნოველებს მოზარდებისთვის.

კვლავ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ათი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებში მეცხოველეობის ინდუსტრიაში არსებული პროდუქტების საბაზრო ფასების დინამიკას 2022 წლის იანვრის მდგომარეობით.

პუბლიკაციაში ასახული ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში.

ფასების გამოანგარიშებისას გამოყენებულია საშუალო შეწონილი მეთოდი.

 ჩანართი მომზადებულია პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ SQIL  ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია  Land O’Lakes Venture37 ახორციელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით.

ჩანართის სანახავად გადადით ბმულზე, ან გახსენით თანდართული ფოტოსურათი: https://drive.google.com/drive/u/2/folders/19Njz9JDIY5NELrsMBns568XYHDCviW9e