აგროსიახლეები

ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესების შესაბამისად მივიღოთ

„ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს და, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღეს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს. მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო 2020 წელს. რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ. ინფორმაცია იქნა მოწოდებული რუსული მხრიდან, რომ 15 კომპანიის პროდუქციას აქვს დაშვება რუსულ ბაზარზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან შედგა რამდენიმე დღის წინ რუსული მხარის ინიციატივით, მათი მომართვის საფუძველზე.