დარგებიმებოსტნეობა

ზაფრანა _ Crocus

მისი კულტურული სახეობაა _ C. Sativus. (ოჯახი-ზამბახისებრთა_Iridaceae, ქვეოჯახი _ ზაფრანასნაირნი, _ Crocoideae). არის გორგლოვან-ბოლქვიანი მცენარე. მისთვის დამახასიათებელია მიწისზედა  ორგანოს   არარსებობა  და   ყვავილი  პირდაპირ  გორგლისებრი  ბოლქვიდან  ამოდის. მცენარეს აქვს წყვილ -წყვილი ძაბრისებრი ყვავილი. ამ უკანასკნელის ყვავილსაფარის გრძელი მილი იმგვარად ამოდის, რომ ყვავილობისას ნასკვი ნიადაგში რჩება  და მხოლოდ შემდეგ ამოდის ნაყოფი- კოლოფი ზემოთ. ისინი, ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე ყვავილობენ. მრავალი მათგანი გაშენებულია დეკორაციული მიზნითაც. ის, საკმაოდ გავრცელებული მცენარეა და სხვადასხვა ნიადაგურ_კლიმატურ ზონაში აღრიცხულია მისი მრავალი ფორმა. მისი გავრცელების ძირითად ზონებში (ძირითადად, ევროპა და სამხრეთ_დასავლეთი აზია) აღრიცხულია 80_მდე სახეობა, რაც ამ მცენარის  საკმაო  ადაპტირებაზე  მიანიშნებს.  ის   გავრცელებულია,  აგრეთვე,  ყოფილი  საბჭოთა კავშირის   ტერიტორიაზეც (კავკასია, ყირიმი, შუა აზია). მითითებულ ზონებში აღწერილია მისი მრავალი სახეობა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ, მისი 5 სახეობაა ცნობილი. ისინი, ძირითადად, ალპური მდელოს  კომპონენტებია.  მხოლოდ  ორი  სახეობა  _  C.Adamii  და  შემოდგომაზე  მოყვავილე  _  C. Speciosus,  გვხვდება შუა სარტყელში. არის მისი ერთი სახეობა _ C.Autranii, რომელიც აღრიცხულია მხოლოდ აფხაზეთში. სახეობა _ C. Scharojani _ კავკასიის ენდემია. აქ, მისი ძირითადი გავრცელების კერაა, რაც ამ მცენარის ენდემურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.   მცენარე ადრე გაზაფხულზე ან გვიან  შემოდგომით  ყვავილობს.  აღწერილია  ლიტერატურაში   შემთხვევები,  როცა  მისი დეკორაციული მიზნით გაშენებასაც მისდევენ. მისი ერთი ვარიაციის_ C. Sativus var. აუტუმნალის წითელი დინგები გამოყენებულია სანელებლად, იშვიათად, მედიცინაში. 1 კგ. მისი მშრალი მასის მისაღებად, საჭიროა 40-60 ათასი ყვავილი. ეს მცენარე ცნობილია    მხოლოდ კულტურაში _ აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილებში გავრცელებულია  უმთავრესად  მთის მდელოებზე  და  ღია ადგილებზე. აქ, ამ რაიონებში ითვლიან მის 20_მდე სახეობას. კულტურაშია, აგრეთვე _ C. შატივუს, რომელსაც იყენებენ სუნელ-სანელებლად. მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს _ კროცინს. ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, რაც ამ კულტურის კომერციულ ღირებულებასაც უსვამს   ხაზს. მისგან დამზადებული სანელებელი ძალზე ძვირად ფასობს მსოფლიო ბაზარზე. ამ მცენარის წარმოშობის შესახებ ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ლიტერატურული წყარო მას   მცირე აზიის, ზოგი კი- ინდოეთის ენდემად მიიჩნევს. ფაქტია, რომ კულტურას ძალზე დიდი ხნის ისტორია აქვს. ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევა, რაც მისი კულტურის დიდი ხნის ისტორიაზე მიუთითებს. არის, აგრეთვე, ცნობა იმის შესახებ, რომელიც მის სამედიცინო მნიშვნელობაზე მიუთითებს. მისი გამოყენება, ზოგჯერ, ეფუძნებოდა სტიქიურ ცოდნას,    ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ კულტურის კეთილგავლენის შესაძლებლობის შესახებ. ზოგჯერ, მისი გამოყენება  დაფუძნებული იყო  გარკვეულ ,,მეთოდიკასაც» კი. უძველეს წლებში მითითებული იყო მისი შხამებისაგან დაცვის უნარის ქონაზეც. ეს კულტურა, პირველად, როგორც გაშენების ობიექტი _ესპანელების ხელში აღმოჩნდა. კულტურა იქ IX საუკუნეში მოხვდა.

 დასაბამი  ევროპაში  მისი  გავრცელებისა,  სწორედ  ესპანეთში  იყო.  კულტურა  ფართოდაა გავრცელებული  (როგორც  მივუთითეთ)  ევროპის  მრავალ  ქვეყანაში.  გავრცელებულია,  აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებშიც (საბერძნეთი, იტალია).
რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ მისი გავრცელების შესახებ საკმაოდ აღვნიშნეთ. გავრცელებას ის საკმაოდ მკაცრ პირობებშიც არ უშინდება და გავრცელებულია უკრაინაშიც. (მხედველობაში კარპატების მხარე გვაქვს). ის, ამ სახელმწიფოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. საინტერესოა ამ მცენარის ქიმია: მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია მარტივი გლიკოზიდები _ კროცინი და პიკროცინი. მცენარის სხვადასხვა ორგანო მდიდარია ეთეროვანი ზეთით.  

ამ ნივთიერების შემცველობა ცვალებადია მოვლა-მოყვანის რეგიონისა და მცენარის   სახეობისაგან დამოკიდებულებით. მისი ეთეროვანი ზეთის ძირითადი განმსაზღვრელი ნივთიერებაა _ საფრონალი. ამ მცენარის ძირითადი ,,სასაქონლო ორგანო»- დინგი, მდიდარია კაროტინით. მასში არის, აგრეთვე, ვიტამინი. დაფიქსირებულია ფლავონოიდების შემცველობაც. შეიცავს ნახშირწყლებსაც. დაფიქსირებულია მრავალი მიკროელემენტის არსებობაც. ყველაფერი ეს ქმნის სერიოზულ საფუძველს, რომ ეს მცენარე იქნება ფართოდ გამოყენებული სამედიცინო თვალსარისით. ამ მიზნით მის გამოყენებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მას უპირველესად იყენებდნენ სახალხო მედიცინაში. მისი ნედლეულის გამოყენება შემდგომ დაიწყეს მეთოდურ საფუძველზე.
ალი-აბუ-იბნ სინა, მის ცნობილ ჩანაწერებში, კულტურას მოიხსენიებს, როგორც წამალს დამწვრობის საწინააღმდეგოდ. ეს მცენარე, ფლავონოიდების შემცველობის გამო, ხასიათდება თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარით და  იცავს ადამიანის ორგანიზმს ოქსიდაციური სტრესისაგან. ანტიოქსიდანტური აქტივობის გამო, ის ჩართულია    სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ნუსხაში.  მეთოდური და  ხალხური  მედიცინა  იცნობს  ამ  მცენარეს,  როგორც სამკურნალო  საშუალებას  მრავალი  დაავადების  წინააღმდეგ, ხასიათდება      ტკივილის გამაყუჩებელი, ოფლმდენი ეფექტით.   ფართოდ გამიიყენება კუჭისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ. მისი მოქმედების ფართო არეალი გამოიხატება გულის კუნთის  გამაგრებაში, პულსის ნორმალიზაციაში, აგრეთვე, ის მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, როგორც მატონიზებელი საშუალება. მისი გამოყენების შესახებ, ამ ბოლო დროს, გამოჩნდა ცნობები გერიატრიაშიც. არის მონაცემები   მისი დადებითი როლის შესახებ   თავის ტვინის ფუნქციების   გასაუმჯობესებლად _ უპირატესად მეხსიერების გაუმჯობესების კუთხით.

ფარმაცევტულ საქმიანობაში  ზაფრანა გამოიყენება ექსტრაქტებისა და სხვადასხვა  წვეთების დასამზადებლად (მაგ. თვალის). მრავალ დაავადებათა სამკურნალოდ ზაფრანის გამოყენება ძალზე ზღუდავს  მისი გამოყენების  აკრძალვის არეალს. მითითებულია, რომ  მისი გამოყენება აკრძალულია ორსულობის დროს. ამ დროს, მის გამოყენებას, შესაძლოა, სერიოზული გართულება მოჰყვეს. განსაკუთრებით შტამბეჭდავია ზაფრანის გამოყენება ოფთალმოლოგიაში. არის მონაცემები უკრაინის (ქ. იალტა) თვალის სნეულებათა   სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის   მიერ ჩატარებული კვლევებისა, სადაც მითითებულია, რომ ზაფრანა აფერხებს თვალის კუნთის გადაგვარებს პროცესს, რითაც ის ზღუდავს მხედველობის გამაუარესებელი რეაგენტების მოქმედებას.
საინტერესოა   ამ   კულტურის   გავრცელების გაფართოება   და   კულტურაში   დანერგვა.

კულტურის სელექციის შესახებ ლიტერატურაში ცნობები ძალზე მწირია.  მისი მოვლა-მოყვანა უნდა დაეფუძნოს მეცნიერულ სელექციას, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული    ამ მცენარეში სასარგებლო ნივთიერებათა შემცველობის ამაღლებისაკენ. სელექციის წარმოება საინტერესოა მისი გავრცელების   ახალი   არეალის   ათვისების   ხარჯზე.   მართალია,   მისი   მოყვანა   შესაძლებელია «სათადარიგო» ფართობებზე _ მაინც საჭიროა დიდი ყურადღება მიექცეს მის კულტურას. საჭიროა სელექციის ყველა საჭირო მეთოდის გამოყენება ამ კულტურის მიმართ.   მისი გაკულტურების ხარისხის ამაღლება საშუალებას მოგვცემს  გაიზარდოს შესაძლებლობა  მის ნათესარებში  უკეთესის გამორჩევისა.  სასურველია  მისი  სამრეწველო  ფართობების  შექმნა  _  სამკურნალო     ნედლეულის მიღების მიზნით. ეს, გარკვეულწილად,   საფინანსო თვალსაზრისით, საშური საქმეა   და სამამულო ფარმაციას კიდევ ერთი, სასარგებლო ნედლეულის ათვისების გარანტიას აძლევს.