აგროსიახლეები

ღორის თავ-ფეხი ვის?

„მწვანე კვირეულის“ ფარგლებში ბერლინში გერმანიის სოფლის მეურნეობის წარმომადგენელს ეკოლოგიის მინისტრის თავდასხმისაგან სამამულო აგროსექტორის დაცვა მოუხდა.

გერმანიის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მინისტრმა ბარბარა ჰენდრიკსმა გერმანელ ფერმერებს ბრალი დასდო, მასზე, რომ ისინი ზედმეტად ორიენტირებული არიან ექსპორტზე. კერძოდ, მან თქვა, რომ ფერმერების მიერ არჩეული სისტემა _ შეავსოს ყოველი ჩინელი ოჯახის მაცივარი გერმანული ღორის ხორცით, საუკეთესო ვარიანტი არ არის.

ჰენდრიკსმა აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს ღორების სულადობის გადაჭარბებულ მატებას, რაც გაზრდის გარემოზე ზემოქმედებას და მიყენებული ზიანის დონეს, რომ გერმანიაში ღორების სულადობა ისედაც კრიტიკულ ზღვარზეა და აღარ უნდა გაიზარდოს. ამას მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.

„მწვანე კვირეულის“ ფარგლებში მოწყობილ ერთ-ერთ შეხვედრაზე გერმანელი ფერმერების უმსხვილესი ასოციაციის პრეზიდენტმა იოჰამ  რუკვიდმა ​ეკოლოგიის მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა, მის ამ სიტყვებს კი  უხერხული და წმინდა იდეოლოგიური უწოდა.

რუდვიკმა აღნიშნა, რომ გერმანიაში გაზრდილი ღორების 75% რჩება გერმანიაში, 20% იგზავნება დანარჩენი ევროპის ქვეყნებში, ხოლო 5% ექსპორტზე მესამე ქვეყნებში გადის ღორის ისეთი ნაწილები (ყურები ან ფეხები), რომელსაც აქ არავინ ჭამს.

რუდვიკმა დასვა კითხვა _ ხომ არ ნიშნავს მინისტრის განცხადება მოწოდებას, რომ გერმანიაში საკვების ნარჩენები უნდა დაგროვდეს? მე ვერ ვხედავ ევროპაში ამ პროდუქტების გამოყენების აუცილებლობას, რაც მსოფლიოს მესამე ქვეყნებში იგზავნება _ დასძინა გერმანიის ფერმერთა უმსხვილესი ასოციაციის პრეზიდენტმა.

წყარო:Topagrar.com