აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ბოსტნეულის შენახვა სასაწყობო და სამაცივრო მეურნეობებში

გზამკვლევი სასაწყობო მურნეობის სწორი დაგეგმის და გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ფერმერები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს. ამასთან ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა სურსათი ქრება და ვერ მიდის მომხმარებლამდე, რაც მსოფლიოს მოსავლის მინიმუმ 20%-ს შეადგენს.

ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიც. ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების ხარვეზების გამო, პროდუქცია მოსავლის აღებისასთავე მინდვრიდან იაფად იყიდება, ხოლო მოგვიანებით იგივე პროდუქტის იმპორტი გაზრდილ ფასად ხორციელდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ფერმერთა შემოსავლებზე, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერებსა და მეწარმეებს შევთავაზოთ საცავის მოწყობის მეთოდიკა და ტექნოლოგიური რეჟიმები, რაც გახდება ბოსტნეული სწორი შენახვის და დანაკარგების შემცირების საწინდარი.

ხელოვნური გაგრილების სტაციონალური საცავი

ხელოვნური გაცივების საცავებში სურსათისა და სასურათო ნედლეულის შენახვის ერთ -ერთი პროგრესული და პერსპექტიული მეთოდია.

მაცივარ-კამერის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ წელიწადის ნებისმერ დროს შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის რეგულირება, რომელიც გამაცივებელ აგენტზეა დამოკიდებული.

ნედლად შენახვის ტექნოლოგია ორ აუცილებელ ფაქტორზეა დამოკიდებული – ტემპერატურა და ტენიანობა.

ტემპერატურა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ნედლეულის ხარისხის შენარჩუნებისთვის. იგი გავლენას ახდენს:

♦ სუნთქვითი პროცესის ინტენსივობაზე;*

♦ გაღვივების პროცესზე;

♦ წყლის დანაკარგზე;

♦ ბიოქიმიურ პროცესებზე;

♦ დაავადებების განვითარებაზე.

♦ ტემპერატურის რეგულირებით შესაძლებელია ვაკონტროლოთ ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები;

* სუნთქვის დროს შთაინთქმევა ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი, წყალი და სითბო.

სუნთქვის პროცესი დამოკიდებულია ტემტერატულ რეჟიმზე, რაც უფრო ახლოა შენახვის ტემპერატურა 0°C, მით მეტად მცირდება სუნთქვის ინტენსივობა. როცა შენახვის ტემპერატურა >15°C სუნთქვის ინტენსივობა და ტენის აორთქლება მნიშვნელოვნად მატულობს, მცირდება კვებითი ღირებულება და იზრდება ლპობითა და ფიზიოლოგიური დაავადებით გამოწვეული დანაკარგები.

საცავში ბოსტნეულის შენახვისას ბიოლოგიური პროცესები ნელდება და არ წყდება, ამიტომ დამწიფების პროცესი მაინც მიმდინარეობს. რასაც თან სდევს ეთილენის გამოყოფა, რომელიც დამწიფების პროცესის თანმდევია, ასევე წარმოადგენს მაპროვოცირებელ ნივთიერებას. მისი მოცილებით დამწიფების პროცესი ნელდება.

ეთილენის შემცირების რამოდენიმე მეთოდი გამოიყენება:

მეთილციკლოპროპენით დამუშავება;

♦ (1-MCP ) სპეციალური დანადგარის გამოყენებით, რომელიც ჰაერიდან შთანთქავს ეთილენს;

♦  სუფთა ჰაერით ვენტილაცია*.

♦ მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს, ჰაერის ფარდობითი ტენიანობას.

საცავის მომზადება

ხანგრძლივი დროით ხილის და ბოსტნეულის შენახვაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საცავის წინასწარი მომზადება.

წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგ ეტაპად იყოფა:

საცავის დასუფთავება;

♦ დეზინფექცია (დაავადების გამომწვევი მიკორგანიზმების მოცილება) და დერატიზაცია (მღრნელების განადგურება);

♦ საცავის და ინვენტარის რემონტი.

საცავს ასუფთავებენ პროდუქციის უკანასკნელი პარტიის გატანისთანავე. სათავსოები უნდა გამოიგავოს, სველი წესით გაიწმინდოს, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდეს და გარკვეული დროით დაყოვნების შემდეგ კარგად უნდა განიავდეს.

დეზინფექციას ატარებენ ქიმიური ხსნარების გამოყენებით. აღჭურვილობის, ინვენტარის, ჭურჭლის სადეზინფექციოდ გამოიყენება გაუფერულებული 150-200 მგ/ლ შემცველობის ქლორიანი კირის ხსნარი, იატაკებისა და პანელების დეზინფექციისთვის კი 20-250 მგ/ლ აქტიური ქლორის შემცველობის სადეზინფექციო ხსნარი.

განსაკუთრებულად დაბინძურებული ადგილები საჭიროა დამუშავდეს 400 მგ/ლ კონცენტრაციის აქტიური ქლორის ხსნარით. სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს < 5-10 წთ.

ფორმალდეჰიდის 40% წყალხსნარი სადეზინფექციო საშუალებაა. ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს.

სანიტარიული დღის მოწყობა აუცილებელია თვეში ერთხელ. იგი მოიცავს საწყობის დასუფთავებას (მშრალი და სველი წესით), აუცილებელია დამპალი ნაყოფების გამორჩევა მთლიანი მასიდან და საწყობიდან გამოტანა. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა დერატიზაციისა და დეზინფექცის ჩატარება.

უსაფრთხოების ზომები საცავის ქიმიური პრეპარატებით დამუშავებისას:

აირწინაღი;

♦ სპეც ტანსაცმელი;

♦ სათვალე;

♦ ხელთათმანი.

კარტოფილის ტუბერები, ხახვისა და ნიორის ბოლქვები, სტაფილოსა და ჭარხლის ძირხვენები, მცენარის სამარაგო ორგანოებია, რომლებზედაც ზრდის კვირტებია განლაგებული და მხოლოდ მომავალ სავეგეტაციო სეზონზე გაღვივდებიან, აღმოცენდებიან, დაყვავილდებიან და გაიკეთებენ თესლს. ე. ი. მათი სავეგეტაციო პერიოდი 2 წელი გრძელდება და სრულდება თესლის მოცემით.

ასე, რომ ორწლიანი ბოსტნეულის შენახვის პერიოდი მათი განვითარების შუალედური ეტაპია, რომლის დროსაც ხდება კვირტის მომზადება მომავალი სავეგეტაციო სეზონისთვის. ეს პერიოდი ცნობილია, ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდის სახელწოდებით. ამ დროს მიმდინარეობს ზრდის კვირტის მომზადება და მათი დიფერენციაცია. ეს მეტად რთული შინაგანი ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ღრმა ბიოლოგიური და ჰისტოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს – თავიდან ნელა შემდეგ ჩქარდება და ბოლოს „იფეთქებს“ ღვივები შიგნიდან და გადაიქცევა ყლორტებად და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაც უფრო ღრმა და ხანგრძლივია მოსვენების პერიოდი, მით უფრო დიდხანს ინახება ორწლიანი ნედლეული. ამრიგად, ბოსტნეულის შენახვის უნარიანობის ბიოლოგიური საფუძველად მიჩნეულია ფიზიოლოგიური მოსვენების მდგომარეობის სწორედ წარმართვა. ჯიშები, რომლებიც ხასიათდებიან მოსვენების პერიოდის დიდი ხანგრძლივობით, შენახვისუნარიან ჯიშებად ითვლებიან და პირიქით.

მცენარის იძულებით და ბუნებრივი მოსვენება:

ბუნებრივი (ღრმა) მოსვენების დროს – მცენარე არ ღივდება, როგორი გარემო პირობებიც არ უნდა შეუქმნათ.

♦ იძულებითი მოსვენების დროს შესაფერისი გარემო პირობების შექმნისთანავე იწყებს გაღივებას.

♦ მოსვენების პერიოდის გახანგრძლივებას განაპირობებს გარემო პირობები და ნაყოფის ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

♦ წვრილ ნაყოფებს უფრო ხანგრძლივი მოსვენების პერიოდი ახასიათებთ, ვიდრე მსხვილს.

♦ მოუმწიფებელ ნაყოფს ხანმოკლე მოსვენების პერიოდი აქვს, ვიდრე მომწიფებულს.

♦ კარტოფილს და ბოსტნეულს გაღივების შეჩერების პროცესს, შენახვის დროს, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება.

პრაქტიკაში გაღივების პროცესის დამუხრუჭების მრავალი ხერხი, რომელთაგან ფართოდ გამოიყენება მხოლოდ რამოდენიმე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია (გაზაფხულის მოახლოებისას) შესანახ კამერაში ტემპერატურის დაწევა 0°C, რაც შეიძლება ახლოს. მაგრამ, ტემპერატურის დაწევა შეიძლება გარკვეულ ზღვრამდე, რომლის შემდეგ იქმნება გაყინვის საშიშროება და მეორეს მხრივ აუარესებს სასურსათო ღირებულებას.

ნედლეულის მომზადება შენახვისათვის:

ნედლეულს შეძლებისდაგვარად მშრალ ამინდში იღებენ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი დაჭყლეტა და სხვა მექანიკური დაზიანება.

ტუბერს მიწიდან აღების შემდეგ ყრიან პატარა გროვებად. დაჭკნობის თავიდან აცილების და მზის სხივებისგან დასაცავად აფარებენ ბალახს ან ნაჭერს, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს.

ფარდულში გადატანის შემდეგ ხდება ნედლეულს დახარისხება ზომების მიხედვით, ცილდება დაზიანებული ნაყოფები, გრილდება და შრება ინტენსიური ვენტილაციის გამოყენებით, შემდეგ ხდება გადატანა სტაციონალურ საცავებში. სტაფილო მომწიფებულად ითვლება, როდესაც მიაღწევს ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერილობას და ზომას. ირეცხება წყლით და ეწყობა გასაშრობად კარგი ვენტილაციის მქონე ფარდულში 2-3 დღე. ახალი და კარგი ხარისხის ნედლეული მკვრივი სტრუქტურით გამოირჩევა. მექანიკურად დაზიანებული ნაყოფები აუცილებლად უნდა მოცილდეს ძირითადი მასას და გადამუშავდეს სხვა ტექნოლოგიურ პროცესებში.

(მაცივარში სტაფილოს შენახვის ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1) ბოლოკი – შენახვამდე ცილდება ფოთლები, ირეცხება და ეწყობა გასაშრობად 1-2 დღე. შემდეგ ლაგდება პლასმასის ყუთებში და თავსდება მაცივარში.

(მაცივარში მისი შენახვის ტემპერატურა და ფარდობით ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1) ნიორი – მოსავალს იღებენ, როცა ფოთლები იწყებს ჭკნობას. აჭრიან ზედმეტ ნაწილებს და აშრობენ ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება, 2-3 დღის განმავლობაში. შემდეგ გადააქვთ საცავში.

დაუშვებელია, დამპალი, ტექნიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში.

(მაცივარში ნიორის შენახვის ტემპერატურა და ფარდობით ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1).

ხახვი – მოსავალს იღებენ, როდესაც ფოჩები იწყებს ჭკნობას და ბოლქვები მკვრივდება.

დამპალი, მექანიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში დაუშვებელია. აღების შემდეგ ათავსებენ ღია ტიპის ფარდულში 3-4 კვირის განმავლობაში, რომ კარგად გამოშრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლპობის პროცესი გარდაუვალია.

(მაცივარში ხახვის შენახვის ტემპერატურა და ფარდობით ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1).

კარტოფილი აღების ვადები დამოკიდებულია კარტოფილის ჯიშზე და გარემო პირობებზე. იგი მომწიფებულად ითვლება, როდესაც ზედაპირი მიიღებს ყვითელ შეფერილობას. მაღალი სიცხის პირობებში კარტოფილის დატოვება ნიადაგში არ არის მიზანშეწონილი რადგან გამოიწვევს მის გადამწიფებას და შენახვისუნარიანობის დაქვეითებას. დაავადებული და დაზიანებული ტუბერები არ უნდა დავტოვოთ ნიადაგში. შეგროვების შემდეგ გადადის კარგი ვენტილაციის ბნელ საცავში, სადაც ხდება კარტოფილის ზედაპირის შეშრობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.

კარტოფილის ტუბერების გამწვანების თავიდან აცილების მიზნით საცავში იყენებენ წითელი განათების ნათურებს.

(მაცივარში კარტოფილის შენახვის ტემპერატურა და ფარდობით ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1).

ჭარხალი მკვრივი სტრუქტურით გამოირჩევა. ნიადაგიდან ამოღების შემდეგ ეჭრება ფოთლები 2 სმ, ირეცხება და ეწყობა გასაშრობად.

2-3 დღის შემდეგ გადადის საცავში. არასაურველია, დამპალი, ტექნიკურად დაზიანებული ნაყოფების მოხვედრა შესანახ მასაში.

აუცილებლად უნდა მოხდეს ძირითადი მასიდან მათი გამორჩევა და გადამუშავება სხვა ტექნოლოგიაში.

(მაცივარში ჭარხლის შენახვის ტემპერატურა და ფარდობით ტენიანობა მოცემულია ცხრილში №1).

საცავიში პროდუქციის დალაგება

პროდუქციის განლაგება საცავში სწორედ უნდა დაიგეგმოს, რათა ჰაერის მოძრაობას არ შეექმნას პრობლემა. ს

აცავის კედლებიდან და იატაკიდან ცილდება 15-20 სმ; ხოლო რიგებს შორის 10 სმ. ყუთები ისე უნდა დალაგდეს, რომ ჰაერმა თანაბრად იმოძრაოს საცავში.

საცავის დატენიანება შესაძლებელია ხელსაწყოს გამოყენებით და ასევე იატაკის დასველებით.

შესანახი ტარის შერჩევისას გასათვალისწინებელია:

ტარის ხარისხი;

− ზომები;

− ჰარის გამტარიანობა.

საწყობში დალაგებისასა შესანახი ტარა იატაკიდან უნდა მოცილდეს 10-15 სმ.

საწყობში ყუთები ერთმანეთის გვერდით ეწყობა 10-15 სანტიმეტრის შუალედით. ყუთის ერთმანეთზე ლაგდება გარკვეული დაშორებით 5-10 სმ.

ნედლეულის სწორი შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დახვეწა ხელს შეუწყობს, მოსავლის აღების შემდგომ დანაკარგების საგრძნობლად შემცირებას, რაც აისახება ფერმერის კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

 გიორგი რთველაძე, ნაზი მელანაშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო