როგორ ვისარგებლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამით
200 ქულა ბარათზე:
კითხვა _ ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
პასუხი _ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა სათიბ-საძოვრის კატეგორიის) რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებს და პირებს, რომელთაც თანამესაკუთრებაში გააჩნიათ ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს10 ჰა მიწის ნაკვეთი (გარდა სათიბ-საძოვრის კატეგორიისა).
*(იჯარით გაცემული მიწის ფართობები არ მონაწილეობს პროგრამაში)
_ რამდენი იქნება სუბსიდია?
_ სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარს (ბართზე დარიცხულ 200 ქულას), 10 ჰა-ზე 2,000 ლარს. თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 10 ჰა მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით – შესაბამისად, ბარათზე დარიცხული 200 ქულით 1ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციული გადაანგარიშებით, ან/და თუ ბენეფიციარს თანასაკუთრებაში გააჩნია ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 10 ჰა მიწის ნაკვეთ(ებ)ი, სუბსიდიის მუცულობა განისაზღვრება თითოეულ თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 200 ლარით – შესაბამისად, ბარათზე დარიცხული 200 ქულით 1ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციული გადაანგარიშებით.
_ როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და როგორ გამოვთვალო ჩემი ბარათის ქულები?
_ ფერმერებს სს „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხებათ ქულები, 1 ჰა- 200 ლარი, 1 ქულა = 1 ლარს, შესაბამისად, 200 ქულა. ბენეფიციარი მიიღებს საკუთრებაში არსებული დარეგისტრირებული მიწის მოცულობის შესაბამის სუბსიდიას, მაგალითად: თუ გაქვთ 0.25 ჰა- მიიღებთ 50 ლარს, თუ გაქვთ 10 ჰა მიიღებთ 2, 000 ლარს.
_ რაში გამოვიყენებ ბარათზე დარიცხულ ქულებს?
_ ბარათზე დარიცხული ქულებით 0.25 ჰა და 1.25-მდე მიწის ფართობის მფლობელებს/თანამესაკუთრეებს სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეეძლებათ შეისყიდონ სასუქები, მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები. 1.25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელები/თანამესაკუთრეები დამატებით შეძლებენ ხვნის მომსახურების მიღებას. ხვის მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიის” (ყოფილი შპს „მექანიზატორი“)
სერვისცენტრებში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 12). ხვნის საფასური შეადგენს 1 ჰა-ზე 150 ლარს (150 ქულა).
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება ბართზე დარიცხული ქულებით, პოსტერმინალის გამოყენებით.
_ სად უნდა ავიღო ბარათი და როდიდან?
_ 20 მაისიდან ფერმერმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს. სს „ლიბერთი ბანკი“ ფერმერს უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს ბარათს. დარიცხული ქულების რაოდენობის გადამოწმება ფერმერს/ბენეფიციარს შეეძლება ლიბერთი ბანკის ცხელ ხაზზე (2555500) ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანით. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისიდან, ეტაპობრივად
_ რა პერიოდში შემიძლია აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდიის/ქულების გამოყენება?
_ აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მაისი.
_ თუ მიწა დარეგისტრირებული არ მაქვს, პროექტში მონაწილეობას ვერ მივიღებ?
_ თუ მიწა ფერმერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ აქვს, პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფერმერს პროგრამაში ჩართვა და დახმარების მიიღება შეუძლია ნაკვეთის რეგისტრაციის გაფორმების შემდეგ. რეგისტრაციის მომდევნო თვიდან ფერმერმა, ბარათის მისაღებად, უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს.
_ რა არის პროგრამის ბიუჯეტი?
_ პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 37 მლნ ლარს
_ პროგრამით რამდენი ადამიანი ისარგებლებს?
_ პროგრამით ისარგებლებს 200,000-ზე მეტი ფერმერი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს აგრო ბიზნესის კონსულტანტს ნომერზე: 599 60 03 41.
აგროექსპერტთა ასოციაცია