აგროსიახლეები

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის პროგრამა

შიდა ქართლში, ფერმერ ზაზა ხაჭაპურიძის ფერმაში „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი გაცვლითი სასწავლო ტური გაიმართა, სადაც მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თხუთმეტმა ფერმერმა მიიღო.
სასწავლო ტურის მონაწილეებს პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) წარმომდგენლებმა წველის საუკეთესო პრაქტიკის, დაავადების სხვადასხვა კატეგორიის (ვექტორული, არაგადამდები, ქრონიკული), ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კვების პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ფერმერმა ზაზა ხაჭაპურიძემ კი- სასწავლო ტურის მონაწილეებს ფერმის მართვის, საკვები ბაზისა და საკვებწარმოების, კვების ტექნიკის, ფერმის შენობა-ნაგებობის მოვლისა და ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა;

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა