თხილის ნაყოფის ობი
თხილს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სხვადასხვა მავნებლები და დაავადებები, რომელთა ზემოქმედების შედეგად იკლებს მოსავლიანობა და მცირდება ნაყოფის სასაქონლო ღირებულება.
თხილის ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა „ნაყოფის ობი“.
სიმპტომები ჩნდება ნაყოფის მომწიფებისას და შრობისას. გამომწვევი სოკოს სახეობიდან გამომდინარე სიმპტომი სხვადასხვაგვარად გამოიხატება.
ობი შეიძლება გამოწვიოს სხვადასხვა სახეობის სოკომ, მაგალითად: Rhizopus sp., Aspergillus sp., Penicillium sp., Cladosporium sp., Rhizomucor sp., Alternaria sp., Epicoccum sp., Trichotecium sp.
თხილის ობის დროს ადგილი აქვს გულის წვერის ნეკროზს, რომელიც ვრცელდება რამდენიმე მილიმეტრზე. წვერი შავდება და ნაოჭდება, მცირდება ნაყოფის ხარისხი;
თხილის გული გაუფერულებულია. დასნებოვნებული გული განსხვავდება ნორმალურისაგან, გაუმჭირვალე თეთრიდან ნახევრად გამჭირვალემდე. თანდათან ხდება ზეთოვანი და მოყვითალო ფერის. აქვს მწარე, მძაღე გამო. სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება გულის ზედაპირზე.
გულის დაზიანება ვლინდება ლაქების განვითარებით. ლაქები არის მუქი, ჩაღრმავებული და მრავალფეროვანი ზომით და ფორმით. შესაძლებელია გულის მთელი ზედაპირი იყოს დაავადებული.
თხილის გული გამოშრება და ხმება და მასზე შეინიშნება სოკოს სპორათგროვები.
ობის სოკოები გამოყოფენ ტოქსინებს, რათა გაანადგურონ კონკურენტი სასარგებლო ორგანიზმები.
ობი შეიძლება იყოს თეთრი, შავი, ცისფერი, მწვანე.
ყველაზე შხამიანი საშიშია ყვითელი ობი.
ობის სოკოებს არც გემო აქვთ და არც სუნი, მაგრამ ახასიათებს ძლიერი ტოქსიკურობა, რაც იწვევს აფლატოქსიკოზს.
აფლატოქსინი სწრაფად იჭრება თხილის გულში. 2 მკგ/კგ იწვევს სისტემურ დაავადებას, საშიშია კანცეროგენური თვისებებით.