აგროტექნოლოგიებირუბრიკები

ხურმის მოსავლის აღების ადრეულ ეტაპზე სიმწკლარტის მოშორების ეფექტიანი მეთოდი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურმა განახორციე კვლევა, რომლის მიზანი იყო ახლად მოკრეფილი, არასრულ სიმწიფეში მყოფი ხურმის ნაყოფების სიმწკლარტის მოშორების ეფექტიანი მეთოდის დადგენა, ისე რომ ნაყოფს შეენარჩუნებინა სიმკვრივე, გარეგანი სახე და შენახვისუნარიანობა.

კვლევა ჩატარდა საქართველოში ფართოდ გავრცელებულ სამ სამრეწველო ჯიშზე – ჰაჩია, კაკი ტიპო და როხო ბრილიანტე. სიმწკლარტის მოსაშორებლად გამოიცადა სამი მეთოდი:

თბილი წყლით დამუშავება;

გაყინვა;

CO₂-ით (ნახშირორჟანგით) დამუშავება.

მიღებული შედეგების მიხედვით, სამივე მეთოდი ხელს უწყობს სიმწკლარტის შემცირებას, თუმცა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა CO₂-ით დამუშავება.

ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ 90–95%-იანი CO₂-ის კონცენტრაციაში, 24 საათის განმავლობაში დაყოვნების შემდეგ, ხურმის ნაყოფები მნიშვნელოვნად კარგავს სიმწკლარტეს და ინარჩუნებს ჯიშისთვის დამახასიათებელ ფორმას, ფერს, არომატსა და სიმკვრივეს.

დამუშავებული ნაყოფები მაცივარში შენახვის პირობებში 60–70 დღის განმავლობაში ინარჩუნებს მაღალ ხარისხს და სასაქონლო მახასიათებლებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეალიზაციის, ისე ტრანსპორტირების პროცესში.

კვლევის შედეგები პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს მეხილეობის სექტორისთვის, რადგან შესაძლებლობას იძლევა ხურმის მოსავალი ბაზარზე უფრო მოკლე დროში, გაუმჯობესებული გემური თვისებებითა და შემცირებული დანაკარგებით მოხვდეს.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი