ბრიელმაიერის მოტოსათიბელები

კომპანია ბრიელმაიერის ფერდობის უნივერსალური მოტოსათიბელები სპეციალური შიპებიანი საგორავების – ბორბლების  წყალობით 450 ფერდობზეც ჩვეულებრივად მუშაობს და უდანაკარგოდ თიბავს ბალახს. მექანიზმები იმდენად მორგებულია ფერდობზე სამუშაო პირობებს, რომ მათი მართვა დისტანციურად, პულტითაც კი შეიძლება, რაც ოპერატორს ძალიან  უიოლებს შრომას.

ბრიელმაიერის მოტოსათიბელებს ფერდობებზე საათში 4-5 ჰექტრის გათიბვა შეუძლია, ვაკეზე წარმადობა ორმაგდება. 

 

სათიბელების თიბვის სიგანე მოდიფიკაციების მიხედვით 1.25-დან 2.4 მეტრამდე მერყეობს.

იოლად ეცვლება საცელი დანები და რაც მთავარია, რთული კონსტრუქციის მანქანა ძალიან მარტივი სამართავია.

მთაში მომუშავე ფერმერისთვის ასეთი მანქანა ნამდვილი საჩუქარია, რადგან მისი მეშვეობით თითქმის ციცაბო ფერდობებზე, დიდი ძალისხმევისა და ნაკლები დანახარჯებით დიდ რაოდენობის საკვების დამზადება შეიძლება.

ჟურნალი ”ახალი აგრარული საქართველო”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.