აგროსიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის ფაკულტეტი გაიხსნა

„ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის ფაკულტეტი გაიხსნა, რომელიც წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს

უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიებით და კაბინეტებით. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტს აქვს სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) სიმულაციების ოთახი, სავეტერინარო ჰიგიენისა და ცხოველთა კვების, კლინიკური დიაგნოსტიკისა და თერაპიის და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების კონტროლისა და პარაზიტოლოგიის ლაბორატორიები.

ლაბორატორია 33333333333333333333333333333333

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიას „ევროპის უნივერსიტეტში” რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა უმასპინძლა.

ბატონმა ოთარმა „ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვდრის დროს აღნიშნა რომ:

ლაბორატორია ლკალკდჯლფკაჯდლფკჯასდკ

„ვეტერინარია მნიშვნელოვანი დარგია, შესაბამისად, აუცილებელია კვალიფიციური კადრების არსებობა, რისი დეფიციტი ნამდვილად გვაქვს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და მათთვის სათანადო ცოდნის მიწოდებას. მინდა მივულოცო „ევროპის უნივერსიტეტს” ვეტერინარიის ფაკულტეტის გახსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ყველანაირი ბაზა, შესაბამისი ლაბორატორიები იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო განათლება, ცოდნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ახალგაზრდებს შევთავაზოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ასევე სამინისტროში სტაჟირება, რათა მათ განავითარონ თავიანთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, იმ პერსპექტივით, რომ დაიწყონ მუშაობა და ემსახურონ ქვეყანას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს კვალიფიციური აკადემიური პერსონალით ხვდება; უნივერსიტეტი სრულად აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.