„გემუანის“ სუბლიმირებული ხილი

სუბლიმირბული ხილი და ბოსტნეული ქართული ბაზრისთვის ახალი პროდუქტია, რომელიც დღითი-დღე სულ უფრო პოპულარული ხდება. ამასთან საქართველოში ამ პროდუქტის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია „გემუანია“

მაღალტექნოლოგიური წარმოება ზუგდიდის რაიონში 2017 წელს გაიხსნა და ამ წლის გაზაფხულზე კომპანიამ სუბლიმირებული ხილის და ბოსტნეულის წარმოების IFS სერტიფიკატი მიიღო. საწარმოს გარდა კომპანია გემუანის საკუთრებაში დღეს 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა, საიდანაც 80 ჰექტარზე ჩაი აქვს გაშენებული, 10 ჰექტარზე თხილი, ხოლო 11 ჰექტარზე _ კივის პლანტაცია.

კომპანიის პროდუქციაზე, წარმოების თავისებურებებზე, სამომავლო გეგმებზე მოგვითხრობს „გემუანის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი, განათლებით ფილოლოგი ქალბატონი ნონა თორდია.

_ ყველაფერი კივის პლანტაციის ( Hayward -ის ჯიშის) გაშენებით 2011 წელს დაიწყო _ მოგვითხრობს ქალბატონი ნონა თორდია. _ 2015 წელს ჩვენ კივზე Global G.A.P. – ის სერტიფიკატი და დავიწყეთ ამ ხილის გაყიდვა. თავიდანვე მზად ვიყავით საიმისოდ, რომ მოწეული კივის მოსავლიდან 20% (ეს ანალოგიური პლანტაციებისთვის ნორმაა) ზომითა და ფორმით სარეალიზაციოდ გამოუსადეგარია და ის უნდა გადამუშავდეს.

მაგრამ როცა პლანტაციის მოსავლიანობა გაიზარდა და ამ 20%-მა რამდენიმე ათეულ ტონას მიაღწია, დავფიქრდით საკუთარი გადამმუშავებელი საწარმო შეგვექმნა, მაგრამ ძალიან არ გვინდოდა კონკურენციაში შევსულიყავით ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან, რომლებიც ძირითადად ხილის შრობის სტანდარტულ ტექნოლოგიას იყენებენ. ჩვენ უფრო ქვეყნისთვის უფრო მაღალი სტანდარტის წარმოების ძებნა დავიწყეთ. დღეს მსოფლიოში Sublimation ან Freeze Drying საკვები პროდუქტების გადასამუშავებელი ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ძვირი ტექნოლოგიაა და ჩვენ პირველად რეგიონში, ამიერკავკასიაში ჩამოვიტანეთ ეს ტექნოლოგია და დავიწყეთ გამოყენება. დღეს საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 30 ტონა მზა პროდუქციას შეადგენს წელიწადში, რისთვისაც საჭიროა 300-400 ტონა ცოცხალი ხილის ნედლეული. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ წარმოების გაზრდა შეგვიძლია.

_ რა სახსერებით შეიქმნა საწარმო?

_ საწარმოს ინვესტიციის უმეტესი ნაწილი კერძო ინვესტიცია იყო. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ სახელმწიფოსგან, ვისარგებლეთ სახელმწიფო პროქეტით, მოვიგეთ USAID/ REAP -ის გრანტი, რის ფარგლებში გადმოგვეცა სამაცივრე მოწყობილობი.

_ წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული გამიყენება?

_ დიახ, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებთ და თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონს მოვიცათ. მაგალითად, მარწყვს ვყიდულობთ კახეთში, ვაშლს შიდა ქართლში და ასე შემდეგ. მაგრა ამასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ შერჩეულ ფერმერულ მეურნეობებთან. გვაქვს ჩვენი მომწოდებლების ბაზა, რომელთა სერიოზული კონტროლი ხორციელდება _ მათ მიერ მოწოდებული ნედლეული უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ეს მხოლოდ ჩვენი კი არა IFS სტანდარტის მოთხოვნაა.

_ როგორია თქვენი პროდუქციის ასორტიმენტი და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

_ საწარმოში საქართველოში წარმოებული ყველანაირი ხილი და კენკრა: ვაშლი, ატამი, ჟოლო, მარწყვი, მოცხარი, მაყვალი, ფეიხოა, კივი, მანდარინი და სხვ. გადამუშავდება. გვაქვს ბოსტნეულის ხაზიც: ჭარხალი, სტაფილო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი ჩერი, ასევე მწვანილი: ტარხუნა, ქინძი, რეჰანი, კამა, ომბალო, მწვანე ხახვი.

მზა პროდუცი იფუთება სპეციალურ პაკეტებში. საქმე ის არის, რომ სუბლიმაციას ექვემდებარება ყველანირი ხილი და ბოსტნეული, ისინიც კი, რომლის ჩვეულებრივ შრობა შეუძლებელია.

სუბლიმირების დროს, ვაკუუმის მეთოდით გაყინული და გამომშრალი პროდუქტი ინარჩუნებს 98% ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჩვენ არ ვიყენებთ დანამატებს, არ ვამუშავებთ მას ქიმიურად, ასე რომ ვაწარმოებთ სრულიად ჯანსაღ, ჩიფსის მსგავს ხრაშუნა, ამასთან ვიტამინებით სავსე პროდუქტს.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს, ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი _ ჯანსაღი საკვები, სადაც ჩვენი პროდუქცია ბევრი თანამედროვე „სნეკების“ , არაჯანსაღი სასუსნავის ალტერნატივად გვევლინება. მომხმარებელთა სფერო ძალიან დიდია, ბავშვებიდან დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული. ჩვენ უკვე მივმართეთ სათანადო ორგანოებს, მოგვცენ უფლება მივუთითოთ ჩვენს პროდუქციაზე, რომ მისი გაოყენება უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

მეორე მიმართულებაა B2B: ვთანამშრომლობთ მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის სარესტორნო კომპლექსებთან რომლებიც იყენებენ ჩვენ პროდუქტს ინგრედიენტებად.

_ როგორ არის საქმე საექსპორტო კომპონენტების მხრივ?

_ პროდუქციის გაყიდვა საქართვლოში შარშან დავიწყეთ, ამ დროს გავიტანეთ პირველი პარტია ექსპორტზე, მათ შორის ევროპაში. ამ პერიოდში დავნერგეთ საწარმოში ISO 22000 ხარისხის სტანდარტი. B2B საექსპორტო ხაზი გავხსენით რუსეთის მიმართულებით, ინგრედიენტებს ვაწვდით გადამმუშავებელ საწარმოებს. ევროპის ბაზარზე პროდუქციის სტაბილურად მიწოდების მხრივ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ. IFS სტანდარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს B2B პროდუქციის ბაზარზე მუშაობის დროს. უნდა ითქვას, რომ ევროპისთვის ISO სტანდარატი უკვე განვლილი ეტაპია, მსხვილი საწარმოები ითხოვენ IFS ან BRC სტანდარტს. ექსპორტზე ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ისრაელთან, საცდელი პარტიები სავაჭრო ნიშნით „ Gemuani“ გაგზავნილია ამერიკაში, სხვები უპირატესობას ანიჭებენ ლეიბლინგს (ჩვენი პროდუქციის თავის ბრენდით წარდგენა). მოკლედ ახლა ვაზუსტებთ მიწოდების მოცულობას და ვადებს.

_ გაყიდვების არეალის გაფართობის პარალელურად თუ გეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას?

_ ახლა ვმუშაობთ ახალი სუბლიმირებული ბოსტნეულის პროდუქციის შექმნაზე. კერძოდ ვქმნით სამზარეულოს მასობრივი ინგრედიენტების ხაზს _ ხილის და ბოსტნეულის ფხვნილს. თავიდან დავაკვირდებით როგორ მიიღებს ამას ქართული ბაზარი, გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ.

_ თქვენი კომპანიის პლანტაციებზე გვითხარით რამდენიმე სიტყვით…

_ ამ მომენტისთვის ძირითადი ძალისხმევა გადართულია სუბლიმირებული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ პლანტაციებს სათანადოდ ვუვლით. ჩაის ვაბარებთ საბითუმო შემსყიდველებს. რაც შეეხება კივს, კონკრეტულად კომპანია ნერგეტასთან ვმუშაობთ, რომელიც სპეციალიზებულია კივის გადამუშავება-რეალიზაციაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ კივის მწიფობის დროს საქართველოს აქვს პატარა ფანჯარა, როცა ევროპის ბაზარზე მომგებიანია კივის შეტანა.