იტალიელი აგრომწარმოებლები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ბიოპროდუქციის რეკორდულ იმპორტს აპროტესტებენ
2025 წელს იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ორგანული პროდუქციის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ევროკომისიის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, რომელსაც იტალიის ორგანული და ბიოდინამიკური საწარმოების ასოციაცია Coldiretti Bio აქვეყნებს, ბიოპროდუქტების იმპორტმა წინა წელთან შედარებით 26%-ით იმატა.
რა ხდება იტალიურ აგრარულ ბაზარზე?
ადგილობრივ ბაზარზე შედის ყველაფერი — ხილიდან და ბოსტნეულიდან დაწყებული, ზეზთით, მარცვლეულითა და სუნელებით დამთავრებული.
იმპორტირებულ პროდუქციას ზუსტი წონისა და მკაფიო ინფორმირებულობის ნაცვლად მხოლოდ ძნელად გასარჩევეი წვრილი წარწერა იუწყება: „სოფლის მეურნეობის პროდუქტი დამზადებულია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ“.
ავტორიტეტულ იტალიურ აგრარულ გამოცემაზე Terra e Vita დაყრდნობით, ასოციაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტენდენცია ხელს უშლი მომხმარებელთა ინფორმირებულობას და ადგილობრივ ფერმერებს არასათანადო, დაუბალანსებელ საკონკურსო გარემოში აყენებს.
Coldiretti Bio-ს შეფასებით იაფი იმპორტის ზრდამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმას შიდა წარმოებას და უკუაღმა შემოატრიალოს იტალიური ორგანული სექტორის ზრდის მრავალწლიანი პოზიტიური ტენდენცია.
იმის მიუხედავად, რომ იტალია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ევროპაში და ფლობს თითქმის 90 000 ფერმას, 2.5 მილიონ ჰექტარ ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს, ორგანულ მიწათმოქმედებაზე გადაყვანილი ტერიტორიების 20%-ზე მეტს, ქვეყანა ნიდერლანდებისა და გერმანიის შემდეგ ევროპაში ორგანული კვლავ პროდუქციის სიდიდით მესამე იმპორტიორად რჩება.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა მდგომარეობა ორგანული ზეითუნის ზეთის სექტორში. ორგანიზაციის მონაცემებით, ევროკავშირში იმპორტირებული ორგანული ზეითუნის ზეთის 99% პირველი ცივი გამოხდისაა და ის ტუნისიდან შემოდის. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნედლეულის წარმომავლობის სრული გამჭვირვალობის აუცილებლობას.
კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე, Coldiretti Bio სახელმწიფოსა და ევროსტრუქტურებს შემდეგი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს:
სავალდებულო წესით დაინერგოს პროდუქციის ქვეყნის წარმომავლობის მკაფიო მითითება ორგანულ პროდუქტებზე;
მესამე ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია ზუსტად იმავე ეკოლოგიურ, სანიტარულ და საწარმოო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებსაც ევროპელი ფერმერები იცავენ.
სანამ იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული ეროვნული ბიომარკირება ძალაში შევა, ორგანიზაცია მომხმარებლებს მოუწოდებს: უპირატესობა მიანიჭონ ადგილობრივ პროდუქციას მკაფიოდ მითითებული იტალიური წარმომავლობით; მხარი დაუჭირონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებს, პირდაპირ გაყიდვებსა და ადგილობრივ აგრარულ ბაზრებს.
წყარო: Terra e Vita

