ჯანმრთელობის პროტოკოლი ხბოებისთვის
იმ შემთხვევაში თუ ფერმერი ამჩნევს, რომ ხბო დაავადებულია და მისი ქცევა არ არის ნორმალური, ჩნდება შემდეგი კითხვები: რამდენად მძიმეა დაავადება? და უფრო რთული კითხვა, თუ რამდენი ხანი გრძელდება ეს მდგომარეობა?
მინესოტას უნივერსიტეტის მერძევებოს მიმართულების ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, დიარეა და პნევმონია ავადმყოფობის და სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხბოებში. ეს ნაშრომი ასევე დაეხმარება ფერმერებს შესაბამისი პროტოკოლის შექმნაში.
ხბოს ჯანმრთელობაზე დაკვირვებისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ შემდეგს:
თვალები არ უნდა იყოს ჩაღრმავებული (რაც დეჰიდრატაციის ნიშანია);
ყურები უნდა იყოს აწეული და არა ჩამოშვებული;
ტემპერატურა თუ აჭარბებს 103°F (39.44°C), უნდა მოხდეს შესაძლო დაავადების არსებობის შემდგომი კვლევა;
აქტიურობა _ ხბო უნდა ფეხზე იდგეს და მზად იყოს რძის მისაღებად. ხბოებს, რომელიც არ იჩენენ ინტერესს საკვების მიმართ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
წყარო: http://georgiandairy.org/ka/post/janmrtelobis-protokoli-khboebistvis