აგროსიახლეები

კარტოფილის წარმოებით საქართველო  ყველა მეზობელს ჩამორჩება

 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო კარტოფილის მწარმოებელ 140 ქვეყანას შორის, 208,600 ტონა მოცულობით, 92-ე ადგილზეა. FAO-მ კარტოფილის გლობალური წარმოების სტატისტიკა მიმდინარე წლის თებერვალში განაახლა და ის 2020 წლის მონაცემებს მოიცავს.

FAOSTAT-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქრთველოს ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს. სომხეთი, 437 226 ტონა წარმოებით, 71-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი კიდევ უფრო წინაა და 1 036 637 ტონით 45-ე ადგილს იკავებს. თურქეთი კარტოფილის წარმოებით პირველ 20-ეულში შედის და მე-16 ადგილზეა. 2020 წელს მან 5 200 000 ტონა კარტოფილი მოიყვანა. რაც შეეხება რუსეთს, ის ტრადიციულად კარტოფილის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის რჩება და 19 607 361 ტონა მოცულობით მე-4 ადგილზეა.

2020 წლის კარტოფილის მწარმებელი ქვეყნების ტოპ 20-ეული ასეთია:

♦  ჩინეთი − 78 183 874 ტ.

♦  ინდოეთი − 51 300 000 ტ.

♦  უკრაინა − 20 837 990 ტ.

♦  რუსეთი − 19 607 361ტ.

♦  აშშ − 18 789 970 ტ.

♦  გერმანია − 11 715 100 ტ.

♦  ბანგლადეში − 9 606 000 ტ.

♦  საფრანგეთი − 8 691 900 ტ.

♦  პოლონეთი − 7 848 600 ტ.

♦  ნიდერლანდები − 7 020 060 ტ.

♦  დიდი ბრიტანეთი − 5 520 000 ტ.

♦  პერუ − 5 467 041 ტ.

♦  კანადა − 5 295 484 ტ.

♦  ბელორუსი − 5 231 168 ტ.

♦  ეგვიპტე − 5 215 905 ტ.

♦  თურქეთი − 5 200 000 ტ.

♦  ალჟირი − 4 659 482 ტ.

♦  პაკისტანი − 4 552 656 ტ.

♦  ირანი − 4 474 886 ტ.

♦  ყაზახეთი − 4 006 780 ტ.

მთლიანობაში, 2020 წელს კარტოფილის მსოფლიო წარმოებამ 359 მილიონი ტონა შეადგინა.

2021 წლის ივლისში განახლებული სტატისტიკით, FAOSTAT-მა 2019 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველომ, თითქმის, 14 000 ტონით ნაკლები კარტოფილი აწარმოა, რომლის მოცულობაც 194 700 ტონას შეადგენდა და მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის ერთი პოზიციით ზევით, 91-ე ადგილს იკავებდა.

2019 წელს კარტოფილის მთლიანი გლობალური წარმოება, 2020 წელთან შედარებით, თითქმის, 11 500 000 ტონით მეტი იყო და 370,436,581 ტონას შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

წყარო: www.bpn.ge