კაცობრიობის პროგრესს ორი ფაქტორი განაპირობებს _ სიხარბე და სიზარმაცე

ნიადაგის მინიმალურ და ნულოვან დამუშავების ტექნოლოგიას განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნები უკვე დიდი ხანია იყენებენ. ჩვენთან იგი საერთოდ ახალი ხილია და მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილება. ჩვენთან ამ ტექნოლოგიების შესახებ არც სათანადო ცოდნა არსებობს და არც გამოცდილება.

 

ვფიქრობ ჩვენი დარი ქვეყნის, უკრაინელი ფერმერის გამოცდილება და მოსაზრება ამ ტექნოლოგიებით მუშაობის თაობაზე მისი ქართველი კოლეგებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.

გთავაზობთ დიალოგს მიხეილ ბესკიდთან. იგი ფერმერია, დასავლეთ უკრაინაში, რივნოს ოლქში ცხოვრებს, აწარმოებს მარცვლეულს, ძირითადად ხორბალს, სიმინდს და პარკოსნებს.

ახალი ტექნოლოგიბის მუდმივი ძიებამ, საქმისადმი საზრიანმა და პასუხისმგებლობით მიდგომამ, შეაძლებინა ძალიან მაღალი და სტაბილური მოსავალის მიღება.

როგორც ახლა იგონებს, თავიდან ყველა ალმაცერად უყურებდა. ის აგრონომი არ არის. არც სოფელთან ჰქონია მაინცდამაინც მჭიდრო ურთიერთობა. ერთ დღესაც გადაწყვიტა ქალაქიდან სოფელში გადასახლებულიყო, მიწები შეეძიანა და ფერმერი გამხდარიყო.

გადაწყვიტა და შეუდგა კიდეც საქმეს. გაგიკვირდებათ და ახალბედა ფერმერმა, მარტო მეზობელი ფერმერები კი არა მთელი ქვეყანა გააოცა. ჰექტარზე ხორბალის სარეკორდო მოსავალი _ 95 ცენტნერი მიიღო.

_ ფერმერთა უმეტესობა თქვენთან ჰექტარზე 50 ცენტნერი ხორბალი თუ მოიწია, კმაყოფილია, თქვენ კი ჰექტარზე  70 ცენტნერს იღებდით და კვლავ სიახლის ძიებას იწყებთ, რამ გიბიძგათ შეგეცვალათ წარმოების სტილი, რისკზე წასულიყავით და ახალი, ნულოვანი ტექნოლოგიით მუშაობა დაგეწყოთ?

_ ეს ფსიქოლოგიური გარდატეხაა.

ხშირად ვიმეორებ ასეთ ფრაზას: `კაცობრიობის პროგრესს ორი ფაქტორი განაპირობებს _ სიზარმაცე და სიხარბე~.

შრომისნაყოფიერება, ნაკლები სამუშაო ძალით მეტის გაკეთება (სოფლის მეურნეობაში კადრების უკმარისობისი პირობებში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია), ყოველ ჰექტარზე ნაკლები ინვესტიცია. ყოველივე პირდაპირპოპრციულად აისახება  აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე და შემოსავლებზე. სწორედ ამ  ფაქტორთა ოპტიმიზაციამ, მიბიძგა ნოულოვანი ტექნოლოგიისკენ. ამის გაკეთება  ჯერ კიდევ 2000 წელს მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბევრი პირობა მიშლიდა ხელს, ფართობები ძალიან მოუმზადებელი, უსწორმასწორო, კოლმეურნეობის დროს ცალმხრივი გუთნებით გადახნულ-გაუბედურებული იყო. 4-5 წელიწადი ვამზადებდი ნიადაგს.

ნო-ტილლ-ზე ტენისათვის კი არა, უფრო შრომისნაყოფიერების გაზრდის მიზნით გადავედი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მაოცებდა ის, ფაქტი, რომ აშშ-ში მოსახლეობის 3 პროცენტი მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, ჩვენთან კი _ 37%.

რატომ?

2003 წელს ვიყავი აიოვას შტატში, იქ, პარაქტიკულად მთელი სიმინდი და სოიო ნულოვანი ტექნოლოგიით მოჰყავთ. ნულოვანი დამუშავების მთავარი არგუმენტაცია შრომისნაყოფიერების ამაღლებაა. ვისაც აქვს საუკეთესო შრომისნაყოფიერება, ის ყოველთვის მოგებულია. რატომ უნდა აკეთო ზედმეტი საქმე, როცა ამის გაკეთება ნულოვანი ტექნოლოგიით უამისოდ უკეთესად შეიძლება?!

მთავარი წინააღმდეგობა, რაც ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის პროცესში შემხვდა, ტექნოლოგიური ცოდნის უკმარისობა იყო. ახლა უკვე, 3-4 წლის შემდეგ, რაც ნო-ტილლ-ით ვმუშაობ, ბევრი რამ ვისწავლე და აღარ მეშინია.

პრიველ ეტაპზე მძლავრად მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორი. გადახნული მინდორი, მაინც სხვაგვარად აღიქმება, ყანა გადაშავებულია, როცა თესლი ამოიწვერება ჩანს და ადამიანს სიხარულს ანიჭებს. აქ კი.. პრიველ წელიწადი, როცა სახნავი ფართობების 70% ნო-ტილლ-ით დავთესე, რთულად გადასატანი იყო. აღმონაცენი მწვანე კი არა მოყვითალო ამოდის. ზამთარსაც ასეთ მდგომარეობაში ხვდება. გაზაფხულზეც, დიდ ხანს ყანა მთლიანად გადაყვითლებულია. თავიდან ამის მნახველს უსათუოდ იპყრობს შიში, რომ აღმონაცენი ვერ განვითარდება. პირველ წელიწადს რაფსი სადაც მეთესა იქ დავთესეთ ხორბალი, რაფსის ნაწვერალის სიმღლე 40-60 სანტიმეტრს აღწევდა. სადღაც ნაწვერალის ძირებში იყო ამოწვერილი ყვითელი ჯეჯილი და ვიდრე მისმა სიმაღლემ ნაწვერალის სიმაღლეს არ გაუსწრო, მაისის შუა რიცხვებამდე, მდგომარეობა სავალალოდ გამოიყურებოდა. განასაკუთრებული გამოდგამ მეორე წელიწადი. მეზობელი ფერმერები საერთოდ ვერ იგებდნენ რა ხდებოდა.  განსაკუთრებით შვრიის ნაწვერალზე დათესილ ხორბლისას, რადგან შვრიის ნამჯა განსაკუთრებით რბილია და კომბაინს როგორი ბასრი დანაც არ უნდა ჰქონდეს, ისე ვერ აქუცმაცებს, რომ იგი სათესს არ წამოედოს. თესვის დროს 5 სანტიმეტრზე დაკუწული ნამჯაის ღეროები დისკებს ედება, რასაც ის ვერ ჭრის და პირით მიწაში ტენის. პირველ წელიწადს, როცა გრინტი უფრო მკვრივია, პრობლემები ნაკლებია, ხოლო მეორე-მესამე წელიწადს, როცა გრუნტი ფხვიერდება, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ტენიან ნიადაგებზე, თესლთან ერთად კვალში ნამჯაც ხვდება. მხხვილი თესლისთის ეს ნაკლებად პრობლემას ქმნის, ხოლო ისეთი წვრილთესლიანი კულტურისთვის, როგორიც რაფსია, ეს სერიოზული პრობლემაა.

ჰექტარზე 40 და 50 ცენტნერის მოსავლიანობის პირობებში პრობლემები ისედაც არ იქნება, რადგან რადგან ნარჩენი ფენა 2-3-4 სანტიმეტრს არ სცილდება, მაგრამ როცა ჰექტარზე 7-8-9 ცენტნერ ხორბალს ლეწავ და ყანაში ტოვებ 5-6-7 ტონა დაქუცმაცებულ ნამჯას, ეს უკვე პრობლემაა.

გასათვალისწინებელი ბუნებრივი პირობებიც, ჩვენთან ჭირს ხორბლის ჩაწოლის პრობლემებთან ბრძოლა, ამიტომ ყოველთვის მაღალზე მკა ვერ ხერხდება. თუ სამხრეთის რაიონებში, ისევე როგორც საქართველოში, შესაძლებელია ხორბლის ასაღებეი დანის პირი ლამის თავთავებამდე აიწიოს და ისე გაილეწოს მარცვლეული, ჩვენთან (დასავლეთ უკრაინა) მიწის პირიდან 10-15 სმ. მეტზე მაღლა მკა შეუძლებელი. ნამკალის სიმაღლე დაბალია, დაქუცმაცებული ნამჯის რაოდენობა და შესაბამისი პრობლემებიც ბევრია.

ამიტომ ჩვენ სხვა სპეციფიკით ვმუშაობთ, ნულოვანი დამუშავება ტენის შესანახად საუკეთესო პირობას ქმნის. იქ სადაც ტენიანობის დეფიციტია, ნალექების რაოდენობა 400 მმ. არ ააჭარბებს, ჰექტარზე 80-90 ცენტნერ ხორბალს ვერ მიიღებ. იქ არც ასეთი სანაწვერლო ნარჩენებია და არც ამგვარი პრობლემებია.  ამიტომ რაფსის ნულოვანი დამუშავების მეთოდით აღარ ვთესავ, ასევე აღარ ვთესავ ლებნიან კულტურებს (სოიო, ბარდა). ამიტომ შემოდგომაზე ნარჩენების თანაბრად გადანაწილებისა და გრუნტში 5-8 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩასაკეთების მიზნით  ვიყენება მინიმალურ ტექნოლოგიას. გაზაფხულზე იქ უკვე აღარაფერს ვაკეთებ. ე.ი. თესვის დროს მაიც ნულოვანი ტექნოლოგიით დამუშავება გამომდის. თუ პირობებმაც შემიწყო ხელი ჰექტარზე 40-50 ცენტნერ ბარდას ან სოიოს მაინც ავიღებ, რაც ურიგო შედეგი არ არის. ასეთი მეთოდით რაფსის თესვა კი მაინც პრობლემაა.

_ ნულოვანი ტექნოლოგიაზე გადასვლის შემდეგ თესლბრუნვაში თუ  შეცვალეთ რამე?

_ ცოტა გაიზარდა პარკოსან კულტურების ჯგუფში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველაზე კარგი შედეგი ნულოვანი ტექნოლოგიაზე ეს არის საშემოდგომო პარკოსნებსა და რაფსზე. თუ მინიმალური დამუშავების დროს ხორბლის ნაწილს ვთესავდი ნახორბლარზე, ახალა ასე აღარ ვაკეთებ და ხორბალს ვთესავ, ნარაფსალ, ნასოიარ ან ნაბარდალ ფართობებზე.

_ არსებობს მოსაზრება, ნულოვანი ტექნოლოგია მოსავლიანობას აცირებს.

_ ნო-ტილლ- ზე გადასვლის დროს საკითხის სწორად დასმის, ტექნოლოგიის დაცვის შემთხვევაში პირველ წელიწადს მოსავლიანობა არ უნდა შემცირდეს. ეს შესაძლებელია მეორე-მესამე წელიწადს, მაგრამ შემდეგ მოსავლიანობა კვლავ იზრდება.

პირველ წელიწადს ყველა ფართობზე, სადაც ნო-ტილლ-ით მუშაობა დავიწყე მოსავლიანობა არ შემმცირებია. 5-10%-იანი კლება შეინიშნებოდა მეორე წელიწადს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

_ აზრით მაინც რა იწვევს მეორემესამე წელიწადს მოსავლიანობის შემცირებას?

_ ჩემთან მიზეზს ვხედავ და ვიცი. ნო-ტილლ-ზე გადასვლის პერიოდში მქონდა მინიმალური ტექნოლოგია, ყოველ წელს, შემოდგომაზე შემქონდა რთული სასუქები (ფოსფორი, კალიუმი). ამ ტექნოლოგიაზე გადასვლისას ცოტა პრობლემა იქმნება სწორედ ამ ტიპის სასუქების შეტანისას. მაგრამ ახლა თესვის დროს რიგებში შემავს მინერალური სასუქები, დოზა გაიზარდა მაგრამ მთლიანად ფართობზე სასუქის რაოდენობა ახლა გაცილებით ნაკლები გამომდის. წინათ ჰექტარზე 300 კგ. სასუქს ვიყენებდი, ახლა 150-180 კილოგრამს და ამის საშუალებასა სათესი მაძლევს.

ნიდაგის მინიმალური დამუშავების დროს გამოიყენებოდა შედარებით ვიწრორიგიანი სათესები, ამიტომ მინერალური სასუქს ზემოდან ვაბნევდით. ნულოვანი დამუშავების შემთხვევაში რიგთაშორის მანძილი 10-12-ის ნაცვლად 18 სანტიმეტრია, ამიტომ სასუქის ლოკალურად მიწოდება მოსავლიანობის სტაბილურობას განაპირობებს.

ასევე ძალინ მნიშვნელოვანია, რომ მესამე წელიწადს უკვე პრაქტიკულად მთლიანად აღდგება გრუნტის ბიოცენოზი. ნიადაგი სრულად იწყებს მუშაობას. მინიმალური დამუშავების დროს სანაწვერლო ნარჩენების გრუნტში მინერალიზაციის პოცესი ცოტა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. პრაქტიკულად ჩვენ შემოდგომაზე ნიადაგში გადავურიეთ მინერალები გაზაფხულზე, მაის-ივნისში უკვე ვიღებთ შედეგს იმ საკვები ნივთიერებებისას, რომელებიც იყო იმ ნარჩენებში რაც ჩავუკეთეთ ნიადაგში. ნულოვანი დამუშავების დროს დაქუცმაცებული ნამჯა მაღლა რჩება და მინერალიზაციის პროცესი ხანგრძლივდება. რატომ პირველ წელიწადს მოსავლიანობის კლება არ შეინიშნება, რადგან საკვები ნივთიერებების მარაგი რომელიც ჩვენ შევიტანეთ ნიადაგში რჩება, მეორე წელს კი იგი მცირდება, ამ დროს ნიადაგში ჩაკეთებული მასა სასუქად ჯერ სრულად არ გარდაქმნილა და   არ ამოქმედებულა, მესამე წლიდან კი ის მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას.

_ ამ ტექნოლოგიით მუშაობის პირობებში თაგვები არ გიქმნიან პრობლემას?

_ რასაკვირველია, მიქმნიან, მაგრამ ვისწავლე მათ წინააღმდეგ მოქმედება. ნო-ტილლ-ის ირგვლივ გამართულ ყველა სემინარზე, რომელსაც მე ვესწრეობოდი, როცა ამ კითხვას ვსამდი, პასუხის ყელა თავს არიდებდა. მავნებელი _ დიახ, არის ასეთი პრობლემა. მატო თაქვებთან კი არა სხადასხვა მავნებლების სპექტრთან, ყოველშემთხვევაში თავიდან მაინც. როცა გრუნტი ბრუნდება, სოროები ნადგურდება. ამობრუნებულ, გადაშავებულ მიწაზე ფრინველებს თაგვებზე თუ სხვა მავნებლებზე ნადირობა უადვილდებათ, ხოლო როცა თაგვებს სოროებში დამალვა შეუძლიათ, ბუნებრივია გამრავლდებიან, აბა რა იქნება.

_ მაინც როგორ ებრძვით, საიდუმლოა?

_ არანაირი. დეკემბერ-იანვარში სოროებთან სატყუარას ვყრით, ხელით ან მანქანით. ეს არის და ეს.

_ ნულოვანი ტექნოლოგიის ერთერთი ხარვეზად ბევრი ჰერბიციდებზე დიდ დანახარჯს ასახელებს.

_ არაფრით არ განსხვავდება იგი კლასიკური ტექნოლოგიისგან. ამ დროს კი გლიფოსატები შეიძლება გამოიყენოთ, შეიძლება არა, გლიფოსატებს კი დანახარჯების მხოლოდ 10-15% უჭირავს.

_ თქვენ მაინც დისკავთ ნიადაგს, ამას აკეთებთ ეკონომიისთვის თუ დიდი რაოდენობის სანაწვერლო ნარჩენების გამო?

_ უფრო სანაწვერლო ნარჩენების გამო, თუმცა ეკონომიასაც ვეწევი. დადისკვა ახლა იაფია. გლიფოსატებით 8 საათის განმავლობაში ერთი შემასხურებლით შემიძლია 80-120 ჰექტარის დამუშავება, ხოლო ერთი ჰექტორით მინიმლურად მხოლოდ  15-20  ჰექტარს თუ დავამუშავებთ. არსებობს ზღვარი. აქ მხოლოდ ფული არ არის მთავარი. შემოდგომაზე ეს აისახება იმაზე, თუ როდის ვთესავ, დროულად თუ უდროოდ. ჩვენ ვუბრუნდებით თემას, როცა შრომისნაყოფიერება იზრდება და ყველა ტექნოლოგიური პროცესი უნდა ჩატარდეს დროულად.

როგორც წესი მოსავლის აღება მიგრძელდება 20 აგვისტომდე. 1 სექტემბრამდე უკვე რაფსს ვთესავ, ვადები ძალზე შეზღუდული მაქვს. ყანაში 2 კაცს ვამუშავებ. დადისკვა რომ დავიწყებ, როდისღა დავთესავ? ისე კი დღეს ერთი კაცი მუშაობს შემსხურებლით, მეორე დღეს ვუბავთ სათესს და იწყება თესვა.

საშემოდგომო კულტურების დასათესად ორი კვირა მრჩება (1-დან – 15 სექტემბრამდე) ქერისა და ხორბლის დასათეს ფართობებს რაუნდალით ვამუშავებ, 15 სექტემბრიდან უკვე შემიძლია შევუდგე თესვა რასაც 1 ოქტომბრადე ვრჩები.

საშემოდგომოდ 300 ჰექტარს ვთესავ, რომლის დამუშავება 15 დღეშიც შემიძლია, მაგრამ ეს ოპტიმალური ვარიანტი არ არის, რადგან ზედმეტად ვტვირთავ ტექნიკას, შეიძლება ამინდიც გაფუჭდეს, ამიტომ შემოდგომაზე მე არ ვფიქრობ უნდა დავდისკი თუ არა, ვამუშავებ რაუნდალით და ვთესავ.

საგაზაფხული თესვის მოსამზადებლად დრო საკმარისი მაქვს. ოქტომბერ-ნოემბერში ნიადაგს დისკით მამუშავებ, არ შემაქვს რაუნდალი.

გაზაფხულზე ბარდის თესვის დროს ნიადაგში არაფერი არ შემაქვს, ხოლო სოიოს დასათეს ფართობს კი რაუნდალით ვამუშავებ.

ყველაფერი უნდა შესრულდეს დროულად. ასეთი ტექნოლოგიის დროს გაცილებით უკეთესად გამოდის, რადგან სხვა შემთხვევაში საჭირო გახდბაა ორი ცვალაში მუშაობა და ეს ადამინისთვის იოლი არ არის..

_ რა მოცულობის ფართობს ამუშავებ?

_ 395 ჰექტარს.

_ გაფართოებას არ აპირებთ?

_ მიწა არ არის. მეურნეობას ვაფართოებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩემს მოსაზღვრედ ვინმე ყიდის მიწას. ამ ტექნიკითა და ხალხით 700 ჰექტარის დამუშავება შემიძლია.

ადრე მეტი ხალხი მყავდა, მაგრამ სანერვიულოც მეტი გვქონდა მეც და იმათაც, მუშაობას ვიწყებდით 6-7 საათზე, ახლა 9-ზე ადრე არ გავდივართ ყანებში.

_ დღეს სოფლის მეურნეობას ბევრი ადამიანი მისდევს, რატომ არის, რომ ერთნი მუდმივად სიახლეების, თანამედროვე ტექნოლოგიების ძიებაში არიან, მეორენი კი ჯიუტად კვალავ ძველი მეთოდით მუშაობას ამჯობინებენ?

_ მათ უმეტესობას ბევრის ცოდნა უშლის ხელს. მათ ექსპერიმენტის ჩატარების და შეცდომის დაშვების ეშინიათ, რადგან ექსპერიმენტი ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. ხშირად უარყოფითსაც.

განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ და არა სოფლის მეურნეობის სპეციალისტი. მე არ ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს სწორად, მე ვიცი, როგორ კეთდება უკეთესად.

_ თქვენ მიწას დაუბრუნდით უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი, მაგრამ ვიდრე ამ ბიზნესს დაიწყებდით, რამე ისწავლეთ სპეციალურად ამ საქმისა თუ ინტუიციას ენდეთ?

_ რასაკვირველია ვისწავლე, რადგან ამ საქმის არაფერი ვიცოდი. ისე კი გლეხის ოჯხიდან ვარ, მამა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და მე ვხედავდი ის საკუთარ თავზე როგორ მუშაობდა მუდმივად. სკოლის პერიოდიდან მე სოფელში აღარ მიცხოვრია. როცა ფერმერობა გადავწყვიტე, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა არაფერი ვიცოდი. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ აგრონომიაში რაღაც ვიცი. პირველი პროფესიული გაკვეთილები პოლონეთში მივიღე,  უკრაინელი წარმოშობის პოლონელ მეგობარ ფერმერთაბ.

ერთხელ დავსვი და დეტალურად დავუწყე გამოკითხვა რა კულტურა როგორ მოყავდა და ყველაფერს დეტალურად ვიწერდი. გაოცებული მპასუხობდა და ბოლოს მითხრა: `დაივიწყე სოფლის მეურნეობა, ამ საქმისა შენ საერთოდ არაფერი არ იცი!~ იმ ჩანაწერებს დღემდე ვიყენებ. მან მე მიბიძგა დავფიქრებულიყავი მთავარზე, რომ არ არსებობს არანაირი აქსიომა _ ერთადერთი კლასიკური, სწორი მიდგომა ამ თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. საჭიროა დაფიქრება, გონივრული ქმედება. ჩემს შემთხვევაში, პრინციპში ეს საკმარისი აღმოჩნდა. უბრალოდ უნდა იცოდე, რა უნდა მცენარეს, როდის სჭირდება დახმარება, რა არ ყოფნის. თუ შეძლებ ისე მიუდგე, როგორც ის ითხოვს, როგორც ადამიანს, ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ მას გაუგებ და შედეგიც შესაბამისი გექნება.

_ როგორ შეძელით გაგეგო მცენარეებისთვის და მათგან მიგეღოთ აუცილებელი ცოდნა?

_ დაკვირვებით, პრაქტიკოსებთან ურთიერთობით. ვალოდიამ მასწავლა ალგორითმი _ როგორ უნდა ამოვხსანა ამოცანა, რა არის საჭირო. 2000 წელს როცა თავად დავიწყე მინერალური სასუქის ნორმების შერჩევა, ძველი აგრონომები მეუბნებოდნენ: `დაწვავ ყველაფერს, თუ ჰექტარზე 700 კილოგრამ სილეტრას შეიტან ყველაფერი ჩაგიწვება~. მე კი ვარწმუნებდი, რომ არაფერიც არ ჩაწვებოდა, რადგან არსებობს ჩაწოლის საწინააღმდეგო პრეპარატებიც და ასე შემდეგ.

_ უკვე მიაღწიეთ ისეთ შედეგს, რაზეც სხვები ოცნებობენ. რა მიზანს ისახავთ სამომავლოდ?

_ პირველ რიგის ამოცანა მიღწეული შედეგის შენარჩუნებაა. ეს შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს. მე მართლაც სარეკორდო მოსავალი მივიღე მინიმალური და ნულოვანი სისტემით მუშაობის პირობებში. ბუნებრივმა პირობებმაც შემიწყო ხელი. ხუთი წლის განმავლობაში მაინც რომ შემანარჩუნებინა ეს შედეგი სტაბილურად,  მართლაც ვიტყვი, რომ რაღაცას მივაღწიე. შარშან და შარშანწინ 95 ცენტნერი ხორბალი ავიღე ჰექტარზე, ვნახოთ რა იქნებ წლეულს.

ჩემი ამოცანაა 90 ცენტნერი მივიღო მიყოლებით რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ 75-72ცენტნერი, რადგან 70 ცენტნერზე ნაკლები ჩემთვის შედეგი არ არის. თუ მივაღწიე იმას, რომ ხუთი წლის განმავლობაში ჰექტარზე 90 ცენტნერი ხორბალი მაინც ავიღე, ვიტყვი, რომ ამ საქმიასა რაღაც მართლაც გამეგება.

_ როგორ მოქმედებს თქვენი გამოცდილება მეზობლად მომუშავე ფერმერებზე?

_ მათ ეშინიათ გადავიდნენ ნო-ტილლ-ზე _ნულოვან სისტემაზე. როგორც გითხარით ხელს უშლით გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკის უქონლობა. ადრე მე ბელორუსულ სათესს СПУ-ს ვიყენებდი, დღეს კი `გრენ ჵლიეზ- ს. ყოველ წელიწადნახევრში ვიცვლიდი სათესებს, ვეძებდი უკეთეს ვარიანტსა და ტექნოლოგიას.

სათესის შერჩევა არ არი პატარა საქმე! ძალზე მნიშვნელოვანი, გადამწყვეტიც კია შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სათესისი შერჩევა, რაც ძალიან ძვირი ღირს. ფერმერული მეურნეობები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ დიდი არ არის (50-100 ჰექტარი). მე შედარებით სერიოზული ფერმა მაქვს. 100 ჰექტრიანი მიწის მფლობელმა 70 ათასი დოლარის ღირებულების სათესი რომ შეიძინოს ძალიან რთულია. ამიტომ ვამბობ, საჭიროა 700 ჰექტარი მაინც, რომ ტექნიკა დატვირთო. დღეს ჩენი ტექნიკა დატვირთული არ არის. ამიტომ თუ ნაკლები მიწის ფართობი გაქვს, აზრი არ აქვს ასეთი ტექნიკის შეძენას. ფერმერები ვერ რისკავენ ინვესტიციის ჩადებას ახალ ტექნოლოგიებში.

წლები გადის და ახალი ტექნიკა არავის შეუძენია ჩემს ახლო-მახლო, ისევ ძველს ამუშავებენ. ახლა ვითრება ნელ-ნელა იცვლება.

ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლას ხელს უშლის მენტალიტეტიც. ფერმერები ძირითადად მაინც ძველი, კოლმეურნეობიდან გამოსული ხალხია, მათ აკლიათ ინიციატივიანობა, ახალის ძიების ჟინი.

რამდნიმეს შევთავაზე ერთად დაგვეწყო ნულოვანი ტექნოლოგიით მუშაობა. ერთი მეზობელია ჩემზე ცოტა მეტი მიწა აქვს _ 600 ჰექტარამდე. ვეუბნები: მოდი დავთესოთ შენთან ერთი ყანა, ვსინჯოთ, ხრჯების ნაწილს მე გავიღებ~. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცდისაც კი ეშეინია. მას ცოტა ფერდობიანი მიწები აქვს, ნულოვანი სისტემა ფერდობზე კარგ შედეგს იძლევა იმიტომ, რომ ნიადაგი აღარ იგვალვება. მას თავად განგებამ შეუქმნა საამისოდ პირობები, მაგრამ მაინც ეშინია. თუმც მის მიერ მინიმალური სისტემით დამუშავებული ფართობები ყოველ გაზაფხულზე ირეცხება, ხოლო შემოდგომაზე იშაშრება, განსაკუთრებით სამხრეთის ფერდობებზე. მათ აქვთ გასული წლების გამოცდილებით ჩამოყალიბებული სტერეოტიპი: მე ვიმუშავებ ისე, როგორც ვიცი და ცდების ჩატარება არ მინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.