კენკრის წარმოებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
ბოლო წლებში კენკრის ბაღების გაშენება საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფერმერები მზად არ არიან ისეთი ხარისხის პროდუქცია აწარმოონ, რაზეც საექსპორტო ბაზრებზე არის მოთხოვნა.
პრაქტიკულმა გამოცდილებამ თვალნათელი გახადა ის, რომ ფერმერები შეცდომებს უშვებენ როგორც პლანტაციების გაშენების, ისე მოვლის და მოსავლის აღების დროს.
სწორედ ამ თემას ეხება ტელეკომპანია საფერავის მიერ მომზადებული გადაცემა _ „კენკრა. პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, სადაც დაინტერესებული ფერმერები გამოცდილი სპეციალისტებისგან მათთვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რჩევას მოისმენენ.