ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
აგროსიახლეები

კომპანია „ბარაქა” ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის 25 აგვისტოს ქარელში ღია კარის დღეს გამართავს

 კომპანია „ბარაქა” 25 აგვისტოს, 17:00 საათზე ვაშლის წარმოებით დაკავებული ფერმერებისთვის ქარელში ღია კარის დღეს აწყობს.

შეხვედრაზე გაიცნობთ ფერმერ დურმიშხან ედილაშვილს, რომელმაც ბარაქას დახმარებითა და ჩვენი აგრონომების მიერ შემუშავებული დაცვის და გამოკვების სქემით, ვაშლის მოსავლის უმაღლესი შედეგი მიიღო.

ასევე განვიხილავთ, თუ როგორ ხდება, ნიადაგის ანალიზის შედეგად მცენარისთვის საჭირო ელემენტების შერჩევა.

რაც მთავარია შეხვედრაზე გაეცნობით მსხვილი ვაშლის მწარმოებელი ფერმერების პირად გამოცდილებას და დაგათვალიერებინებთ მაღალ დონეზე მოწყობილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

 დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 04 44 49 ან გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/qA5Nyk6CvdwHZ56XA