დარგებიფერმერი ფერმერს

ლედი მერკვილიშვილის გზა ვანიდან მინისოტამდე

პროფესიის სწორად შერჩევას ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი პროფესიის შერჩევა სურვილების, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით ხდება. თუმცა ხშირად გადამწყვეტ როლს სხვისი აზრი (მშობლის, მასწავლებლის) ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. მოდური პროფესიები.

იმის მიუხედავად, რომ პროფესიული განათლების მიღების საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებული აქცენტი  ისეთ პროფესიებზე კეთდება, როგორიცაა ექიმი, ჟურნალისტი, იურისტი, მასწავლებელი, ეკონომისტი.

ლედი მერკვილიშვილი ერთ-ერთი იმათგან ვინც თავის დროზე ფილოლოგობა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ჰუმანიტარული მეცნიერება იყო ის, სადაც საკუთარი თავი უნდა ეპოვნა. თუმცა მოგვიანებით აგრარული მიმართულებით დაინტერესდა და ის ახლა აშშ-ში, მინესოტას უნივერსიტეტში სწავლობს და მუშაობს.

ვანში, სოფელ ფერეთაში ლედის ოჯახი სოფლის მეურნეობაში აქტიურადაა ჩართული. მისი ძმა, ვახტანგ მერკვილიშვილი ტყემლის საწებლების და აჯიკის წარმოებაშია ჩართული. ამას გადა სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში მისსავე სოფელში ძველი პლანტაციები აღადგინა.

სოფლის მეურნეობით ლედის დაინტერესება სწორედ ამან გამოიწვია. 

„ჩემი ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. როდესაც ჩემმა ძმამ ამ მიმართულებით დიდი ამბები წამოიწყო, მეც დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემს ოჯახს გვერდით დავდგომოდი. ახლა ​მინესოტას უნივერსიტეტში მებაღეობას ვსწავლობ. ეს არის კვების, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მეცნიერებათა ფაკულტეტი” _ ამბობს ლედი.

აშშ-ში სასწავლებლად წასვლაში ძმა დაეხმარა.

„მან მოიძია პროგრამა, რომლის საშუალებითაც აქ მოვხვდი. საქართველოში არ არის ის ტექნოლოგიები და სტანდარტები რაც აქეთ არის და მინდოდა, რომ რაღაც ახალი მესწავლა. ლექციებიც ძალიან განსხვავებულია. სასწავლო პროცესში მთლიანად ჩართული ხარ და თავს საჭიროდ გრძნობ“ _ ამბობს ლედი.

მუშაობა სწავლის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. იმას, რასაც თეორიულად სწავლობენ, შემდეგ პრაქტიკაში იყენებენ.

„უნივერსიტეტში ვმუშაობ. აგრონომიის მეცნიერებათა და მცენარეთა გენეტიკის დეპარტამენტში. ვარ კვლევითი ასისტენტი. შვრიის განყოფილებაა. ვსწავლობთ თესვას, მოვლა-მოყვანას, მოსავლის აღებას. როცა დრო მაქვს სხვა დეპარტამენტებსაც ვეხმარები. არის ქერის, სოიოს, ხორბლის განყოფილებებია. ქერის განყოფილება საკუთარ ლუდს აწარმოებს. მოკლედ, აქ მოწყენის საშუალება არ გვაქვს. ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს“ _ აღნიშნავს ლედი.

აშშ-ში სწავლას მიმდინარე წლის მაისში ასრულებს. ამბობს, რომ შემდეგ მუშაობის გაგრძელებაზე ფიქრობს. ლედი მიიჩნევს, რომ ახალი პროფესიის სწავლა გვიან არასდროს არაა და ახალგაზრდებს საკუთარი თავის ძიების არ უნდა შეეშინდეთ.

ავტორი: ანა ჯიქია,

წყარო: www.radiodk.ge