მარწყვის მოსავლის ამღები მანქანა
Advanced Farm Technology მარწყვისა და ვაშლის კრეფისთვის რობოტულ ტექნოლოგიებს აუმჯობესებს.
„ედვანსდ ფარმ ტექნოლოჯი“ (Advances Farm Technologies) იუწყება, რომ დასრულდა სერია B-ს საინვესტიციო პროექტი, რომელიც 25 მილიონი დოლარით გაიზარდა, რათა ინვესტორებს კომპანიისთვის ახალი ტექნოლოგიებით მარწყვის აღების პროცესისთვის მხარი დაეჭირათ, შემდგომში კი ეს ყველაფერი ვაშლის კრეფაში ადაპტირდება.
ინვესტორებს რაც შეეხებათ, B სერიის ტექნოლოგია Catapult Ventures – ის მიერ დაფინანსდა, რომელიც სერია A-ს ყველა ინვესტორს მოიცავს: Kubota Corporation, Yamaha Motor Corporation და Impact Ventures.
„გვიხარია, რომ ინვესტორებისგან მხარდაჭერა პროექტის დაწყებისთანავე ძალიან პოზიტიურია, ეს დააჩქარებს TX – ის მარწყვის მოსავლის ასაღები მანქანის განვითარებასა და ბაზარზე შესვლას“ – განაცხადა კაილი კობმა, „ედვანსდ ფარმ ტექნოლოჯი“ (Advances Farm Technologies)- ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა.
დანადგარი რამდენიმე რობოტისგან შედგება, რომელთაც შეუძლიათ შეეგუონ განსხვავებულ ნიადაგურ პირობებს. რობოტები აღჭურვილნი არიან კომპიუტერული ხედვისა და მექანიზაციის ტექნოლოგიით, რომლითაც შეუძლიათ მდელოზე ნავიგაცია და მოსავლის ავტომატურად აღება 24 საათის განმავლობაში.
დანადგარის პირველი წარმატება არის მარწყვისა და ვაშლის ბიზნესის სექტორისთვის მოსავლის აღების პრობლემის გადაჭრა, რომელიც დიდ შრომასა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
„ედვანსდ ფარმ ტექნოლოჯი“ (Advances Farm Technologies) ფერმებისთვის რობოტულ ტექნოლოგიებს ავითარებს. 2019 წელს კომპანია პირველი ამერიკული ბრენდი გახდა, რომელმაც მწკრივებში დარგული მარწყვის დასაკრეფად 6 პლატფორმიანი მოწყობილობის რეალიზაცია დაიწყო.
წყარო: therobotreport.com