მთვარის ფაზების გავლენა ადამიანის ენერგეტიკაზე

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება. მთვარის თითოეული ფაზა თავისებურად კარგია და თავისებურად – საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა არსებობს – ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია. თითოეული დროს ამოცანები ენერგეტიკული ნაკადების შესაბამისად უნდა გავანაწილოთ. ამაში დაგეხმარებათ იმის ცოდნა, თუ რა საქმის გაკეთება სჯობს მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს და როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე.

ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა

ახალი მთვარე მთვარის თვის დასაწყისია, ხოლო სავსე – მისი დასრულება. ახალმთვარეობა ძალზე მოკლე პერიოდს მოიცავს. საუბარია რამდენიმე საათზე. ამ დროს მთვარის ენერგეტიკა ახლდება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს საუკეთესო პერიოდია, რომ გავთავისუფლდეთ არასაჭირო ნივთებისგან, ცხოვრებაში ცვლილებებისთვის. ახალმთვარეობის დღეს სასურველია მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება და სამომავლო გეგმების დაწყობა. მთვარის შეცვლის დრო მზე ოდნავ სუსტდება, ამიტომ ადამიანებს შემოქმედებითი მუშაობა უჭირთ; მეორე მხრივ, მზის მცირეოდენი სისუსტე განწყობის ამაღლებას უკავშირდება.

წაიკითხეთ აქ: პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სავსემთავრეობა – ეს ახალმთვარეობის სრულიად საპირისპირო მოვლენაა. ამ დღეს მთვარის ენერგია მაქსიმალური და თითქმის უმართავია. საშიში მთვარის „დაშოშმინება“ მხოლოდ ზოგიერთ თანავარსკვლავედს შეუძლია და ისიც ყოველთვის – არა. ამ დღეს ასტროლოგები არ გვირჩევენ ახალი საქმის დაწყებას. სჯობს, მშვიდად დავასრულოთ დაწყებული, აუჩქარებლად განვაგრძოთ ჩვეული საქმეები. ზედმეტი ამბიციები ასეთ დღეებში, შესაძლოა, ბოროტად გვეხუმროს. ამ პერიოდში ძალზე საშიშია კონფლიქტები. ამას შეუძლია სერიოზული უთანხმოების გამოწვევა გუნდში, ოჯახში, სიყვარულში. შესაძლოა, გაუარესდეს ჯანმრთელობა.

მთვარის დისკო ახალმთვარეობის შემდეგ იზრდება. ეს ფაზა თითქმის ორი კვირა გრძელდება. ასტროლოგები გვირჩევენ, ეს დრო გამოვიყენოთ მუშაობისთვის, მძიმე ჯაფისა და ფიზიკური დატვირთვებისთვის. სწორედ ამ პერიოდშია კარგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა.

გარემოს შეცვლა მზარდი მთვარის პერიოდში თითქმის ყველას წაადგება. შესაძლებელია მივლინებებში, მოგზაურობაში წასვლა, მნიშვნელოვან რამეზე ფულის დახარჯვა, სილამაზის სალონში, კოსმეტოლოგთან წასვლა. ასევე კარგი დროა პაემნებისა და ქორწილებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ზოგადად.

მაქსიმალური სარგებელი მზარდ მთვარეს მოაქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რამე მნიშვნელოვანს მიაღწიოს. თუ გაქვთ მიზნები და ამბიციები, სწორედ ამ პერიოდშია კარგი მათი რეალიზება.

კლებადი მთვარე

კლებადი მთვარე – ესაა პერიოდი სავსემთვარეობასა და ახალმთვარეობა შორის. სავსე მთვარის შემდეგ მაშინვე იწყება მისი კლების ფაზა. ეს ნიშნავს, რომ მანათობლის განწყობა სტაბილურია, მაგრამ ყველა ადამიანისგან ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს. ეს პერიოდი კარგია ზომიერი და მშვიდი მუშაობისთვის. წარმატებების უმეტესობა სწორედ ამ ორ კვირაში მტკიცდება.

„ბებერი მთვარის“ ფაზის დროს კარგია თვითანალიზი, წარსულის შეცდომების გარჩევა. გამონათქვამებსა და კრიტიკის დროს საჭიროა სიფრთხილე. ასევე, კარგია, თუ ვინმესთან უთანხმოება და პრობლემები გვაქვს, ამ ადამიანებს შევურიგდეთ.

კლებადი მთვარის დროს შეიძლება ინვესტიციების ჩადება საკუთარ განვითარებაში, მაღაზიებში წასვლა, მაგრამ სიფრთხილით – თან დიდი თანხის წაღება არ არის საჭირო. ასევე პროდუქტიული იქნება ცოდნის მიღება. ამ დროს უმჯობესდება მეხსიერება, მაღლდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი.

წყარო: sputnik-georgia.com