რუბრიკებისტატიები

ოჯახი სადაც წესრიგის დარღვევა მკაცრად ისჯება

მგელი ჭკვიანი და ეშმაკი მტაცებელი ცხოველია. მგლის ორი სახეობა არსებობს _  წითელი და რუხი მგელი. წითელი მგელი უფრო ცოტაა. რუხი მგელი კი სხვადასხვანაირია _ ჩრდილოეთის, ანუ არქტიკული მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი.

ჩვეულებრივი მგელი აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში ბინადრობს.

მგლები გარეგნობით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სტეპის მგელს უფრო მოკლე და ღია ფერის ბეწვი აქვს. ის ზომითაც  პატარაა. სტეპის მგელი გარეგნულად  ევროპის რუხ მგელს ჰგავს.

 

არქტიკული მგელი ბევრად დიდია. არქტიკულ მგელს სქელი და თეთრი ფერის ბეწვი აქვს.

მგლები ხროვად ცხოვრობენ. ხროვაში 6-8 წევრია. იშვიათად ხროვაში ოცამდე მგელია. ხროვას ჰყავს 2 მეთაური. ეს მგლების წყვილია. მეთაურებიდან ერთი დედალი მგელია და მეორე კი – მამალი. ხშირად ხროვაში მეთაური მგლების შვილები არიან წევრები. ხროვის წევრები ახალგაზრდა მგლები არიან. როდესაც მგლები იზრდებიან, საკუთარ ხროვას ქმნიან. მგლების ხროვა ადამიანების ოჯახს ჰგავს. თუ ერთი მეთაური დაიღუპება, მეორე რჩება ხროვის მეთაურად. ხროვაში მგლები იბრძვიან მეთაურობისთვის. მეთაური ხროვის წევრებზე ძლიერია. თუ ხროვის წევრი უფრო ძლიერია, მაშინ მეთაური იცვლება. ხანდახან წაგებული მეთაური ტოვებს ხროვას და სხვაგან მიდის საცხოვრებლად.

ახალგაზრდა მგლები ხშირად ტოვებენ თავიანთ ხროვას. ისინი ახალ ხროვას ეძებენ. ასეთ მგლებს მარტოხელებს ეძახიან. ხროვის ძებნაში მარტოხელა მგლები ბევრს დადიან. ასეთ მგლებს საფრთხე ემუქრებათ. ამ საფრთხეს მარტოხელა მგლები გრძნობენ. ისინი სხვა მგლის ხროვებს ემალებიან. მარტოხელა მგელს სხვა მგლების ხროვასთან შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს. ასეთ ჩხუბში მგლების ხროვა მარტოხელა მგელს კლავს.

მგლის შვილს ლეკვი ჰქვია. ერთი მგელს ხშირად 4-7 ლეკვი ჰყავს. პირველი სამი კვირა დედა მგელი ლეკვებს ძუძუს აწოვებს. ამ პერიოდში დედა მგელი არ ტოვებს ბუნაგს. საკვები მამა მგელს მოაქვს. ხროვის სხვა წევრებიც ზრუნავენ დედა მგელსა და ლეკვებზე. მათ ასევე მოაქვთ საკვები. ზოგჯერ ხროვის წევრები ლეკვებს იტოვებენ. დედა მგელი კი სანადიროდ გადის. მგლის ლეკვები ორი-სამი თვის შემდეგ ტოვებენ ბუნაგს. ისინი დიდ მგლებთან ერთად იწყებენ ნადირობას. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელი ცხოვრობენ. დიდი მგლები ლეკვებს ნადირობას ასწავლიან.

 

მგელი ყველაფერს მიირთმევს, რასაც მოინადირებს. ზაფხულში მგელი მიირთმევს ჩიტს, ბაყაყს, ხოჭოს. ზოგჯერ მგელი ხილსაც მიირთმევს. მგლის ხროვა უფრო ხშირად დიდ ცხოველზე ნადირობს. მგლების ხროვას შეუძლია 500 კგ-მდე წონის დიდი ირემი მოინადიროს. ასეთი ირემი წონით ათჯერ მეტია მგელზე. მარტოხელა მგელი კი პატარა ცხოველზე ნადირობს. მარტოხელა მგელი პატარა ზომის ირემზე ან ცხვარზე ნადირობს. მგლების ხროვა არ ნადირობს ჯანმრთელ ცხოველებზე. ისინი ირჩევენ ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერ, სუსტ ან ავადმყოფ ცხოველს. ხანდახან მგლები მარცხდებიან. ხანდახან ისინი ელოდებიან, როდის დაიღლებიან ირმები. ამის შემდეგ კი სუსტ ირემს მოინადირებენ.

მგლების ხროვა ყოველთვის ერთად ნადირობს. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის მეთაური. როცა იგი გაძღება, ხროვის სხვა წევრები იწყებენ ჭამას. ხანდახან ნანადირევის ნარჩენებს მგლები მიწაში ინახავენ. ხანდახან ისინი ნარჩენებს ტოვებენ.

მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. მგელი, ხორცის გარდა, ნადავლის ტყავსა და ბეწვსაც მიირთმევს. ზოგჯერ მგელი რამდენიმე დღე მშიერია. ზამთარში მგლებისთვის ნადირობა ძალიან რთულია.

მგელს უყვარს სისუფთავე. სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს წყაროზე. შემდეგ კი მგელი იძინებს. გაღვიძების შემდეგ მგელი ისევ ნადირობაზე ფიქრობს.

მგლებს საკუთარი „ენა“ აქვთ. ყმუილით ერთმანეთს ინფორმაციას გადასცემენ. მგლის ერთი ხროვა ყმუილით სხვა ხროვას „ესაუბრება“, მათ იციან, რომ ახლოს სხვა ხროვაა. მგლის ხროვები ყოველთვის ცდილობენ, ერთმანეთს არ შეხვდნენ, ერთმანეთის ტერიტორიები არ გადალახონ.

მგლებს ყმუილი ძალიან უყვართ. ყმუილის დროს მგლები თითქოს ისვენებენ.

მარტოხელა მგლები ჩუმად არიან. ისინი საფრთხეს გრძნობენ და ცდილობენ მალულად ინადირონ.

www.reading.ge