დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ფერმერის გზამკვლევი _ თხილი და ჩირი ევროპის ბაზარზე

ევროკავშირი თხილის უდიდესი ბაზარია მსოფლიოში, რომლის წილი მსოფლიო იმპორტის მთლიან მოცულობაში 40%-ზე მეტს შეადგენს. თხილის იმპორტის მოცულობა სტაბილურად იზრდება.

მსხვილი იმპორტიორი და სამომხმარებლო ბაზრები, როგორიცაა ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ექსპორტის შესაძლებლობებს სთავაზობენ განვითარებად ქვეყნებს. ბუნებრივი, შაქრის დაბალი შემცველობის მქონე და უვნებელი პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

თხილი და ჩირი ორი სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტია, რომლითაც საერთაშორისო ბაზარზე ჩვეულებრივ ერთი და იგივე კომპანიები ვაჭრობენ. ამის მიზეზია ორივე პროდუქტის შენახვის ხარგრძლივი ვადა და ასევე, მათი შენახვისა და დამუშავების მსგავსი პირობები.

ანალოგიურია, ასევე, თხილის და ჩირის საკვებად მოხმარებაც: ორივე პროდუქტი გამოიყენება როგორც წასახემსებელი, ან როგორც კულინარიული ინგრედიენტი პურ-ფუნთუშეულ ან საკონდიტრო
ნაწარმში.

მასალად სრულად იხილეთ თანდართულ ბმულზე, ან ორჯერ დაარტყით მარჯვენა ღილაკით ფოტოზე