ქართული წარმოების ზეთისხილი და ზეთისხილის ზეთი ბაზარზე აპრილისთვის გამოჩნდება

სვანიძის ინფორმაციით, ზეთისხილის მარინადს 4 თვე სჭირდება, ზეთისხილის ზეთის მიღება კი რთველიდან 2-3 თვეშია შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, კომპანია წელს 40 ტონა ზეთის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. სამომავლოდ, დაგეგმილია, ექსპორტზე გატანაც.

„ამ დროისთვის ზეთის ფილტრაცია და დაწურვის პროცესი მიმდინარეობს”-აცხადებს სვანიძე.

მისივე ინფორმაციით, ორი სახეობის ზეთისხილი (შავი და თეთრი) ნახევარ ლიტრიან და 1 ლიტრიან მინის ქილებში გაიყიდება. რაც შეეხება ფასს, სვანიძის განმარტებით, ქართული წარმოების ზეთისხილი იმპორტირებულთან შედარებით იაფიც იქნება.

„კონკურენტი არ გვეყოლება, რადგან პროდუქტის ხარისხი იმ დონეზე მაღალი და საუკეთესოა, რომ არ მგონია, ვინმემ ეს შესძლოს. ამ დროისთვის ბაზარზე იმპორტული პროდუქცია იყიდება,სამომავლოდაც ასე იქნება, თუმცა, ჩვენი ყველას  ჩვენი კლიენტი გვეყოლება”-აცხადებს სვანიძე.

ამ დროისთვის კომპანიას ზეთისხილის ნერგები 50 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია „ჯეოლაივი”, რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. კომპანიას ძირითადი პლანტაციები კახეთში აქვს. ქარხანა კი სიღნაღის რაიონში აქვს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

წყარო: http://commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.