აგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ქვეყანაში ცხოველთა რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის მოწესრიგება ჩვენ უფრო გვჭირდება ვიდრე ევროპას

ყოველი განვითრებული ქვეყანა ცდილობს და ამ საქმეში საკმაო დიდი რესურს, როგორც ფინანსურს ისე ადამიანურს, ხარჯავს, რათა, რაც შეიძლება, სრულყოფილად მოაწესრიგოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და მიკვლევადობის შესაძლებლობა.

ამას მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ როგორ არის ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული, რა ვეტერინარული ღონისძიებებია გატარებული მისი მოვლა-შენახვის დროს, სად რომელ ფერმაში თუ საოჯახო მეურნეობაში იზრდება პირუტყვი, სად იწარმოება ესა თუ ის მეცხოველეობის პროდუქტი: რძე, ყველი, ხორცი და სხვა, რომ მისი მიკვლევა იოლად იყოს შესაძლებელი.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის მოწესრიგება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულებაა.

საქართველოს ამ საქმეში, შიძლება ითქვას, 2017 წლამდე მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ ჰქონია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ამგვარი სახით აღწერა, ე.წ. დაბირკვა მხოლოდ დიდ ფერმებში ხდებოდა და ასეთი ვალდებულება მოსახლეობაში არსებულ პირუტყვზე არ ვრცელდებოდა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის მოწესრიგება ქვეყანაში 2017 წლიდან დაიწყოს.

ვისთვის არის საჭირო ყველაზე მეტად რომ ქვეყანაში მოშენებული სასოფლო-სამეურნეო პირუტყვი აღირიცხოს და მათგან წარმოებული პროდუქციის მიკვლევა იოლად იყოს შესაძლებელი?

ევროკავშირს? 

არა!

ევროკავშირი ითხოვს თუ მათთან თანამშრომლობა და სრულყოფილი სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება გვსურს, მათთან არსებული წესებს და მოთხოვნებს უნდა დავთანხმდეთ, ყველაფერი რასაც მივაწვდით ევროპას, უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო, მოწესრიგებული. ევროკავშირი იცავს და უფრთხილდება თავის მომხმარებელს!

ჩვენ? ჩვენს მომხმარებელს არ სჭირდება დაცვა და გაფრთხილება?!

რასაკვირველია სჭირდება და ქვეყანაში ასეთი ღონისძიებების გატარება სასიცოცხლოდ აუცილებელიც არის.

ამიტომაც ცდილობდა ქვეყანა ევროპასთან ასოცირების, დაახლოების ხელშეკრულებისთვის ხელი მოგვეწერა და ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. ახლა ჯერი ჩვენზეა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის მოწესრიგება უპირველესად ჩვენი ფერმერების, საოჯახო მეურნეობების, მომხმარებლის ინტერესებშია და თუ რატომ, დღეს ამ თემებზე ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავი ტვ-ს ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ გვესაუბრება გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო),  ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის პროექტის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.

გადაცემას უძღვება ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.