აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

რა სხვაობაა კამეჩის რძეს და ძროხის რძეს შორის, რატომ არის კამეჩის მაწონი სქელი ვიდრე ძროხის?

 კამეჩისა და ძროხის რძეს შორის განსხვავება გამოიხატება უმთავრესად ცხიმებისა და ცილების, თითქმის ორმაგი რაოდენობით განსხვავებაში. სწორედ ეს უპირატესობა აქვს ძროხის რძესთან შედარებით კამეჩის რძეს. კამეჩის რძე უფრო მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით, გაცილებით ხანგრძლივად ინახება, ვიდრე ძროხის რძე.
კამეჩის რძეში, ძროხის რძესთან შედარებით,  მიუხედავად ცხიმის მარლის შემცველობისა, ნაკლებია ქოლესტერინი, ის წარმოადგენს მეტად სასარგებლო პროდუქტს ძვლებისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ასევე წონის კლების საუკეთესო საშუალებაა.

კამეცის ყველი და რძე 800

ძროხის და კამეჩის რძე გამოიყენება იოგურტების, შესქელებული თუ სხვა რძის პროდუქტების დასამზადებლად, თუმცა კამეჩის რძისგან უფრო ხშირად შესქელებული რძის პროდუქტებს ამზადებენ. მაღალი ცხიმიანობის გამო, კამეჩის რძე ისედაც უფრო მეტად სქელ მაწონს იძლევა, თუმცა კამეჩის რძე ყველაზე სასარგებლო  მაინც ზაქებისთვისაა.

ძროხის რძეც ძალიან სასარგებლოა და მოთხოვნადი ყველა ქვეყანაში. კამეჩის რძეს უფრო მეტად აზიის ქვეყნებში (ინდოეთი, პაკისტანი) და იტალიაში მოიხმარენ, ვინაიდან სახელოვანი „მოცარელას“ ყველი სწორედ კამეჩის რძისგან მზადდება, ის კი შეუცვლელია პოპულარული იტალიური პიცის დამზადებისას.