დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

რჩევები მეცხოველე ფერმერებს

მეცხოველეობის დარგის მნიშვნელობაზე ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია და ბევრ საინტერესო საკითხზე გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ დღეს გვსურს პროფესიონალი ზოოტექნიკოსის დახმარებით კიდევ ერთხელ შევთავაზოთ რჩევა და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ ფურის პატრონებს, საოჯახო მეურნეობებს და მცირე ფერმებს გაიუმჯობესონ, გააძლიერონ თავიანთი მეურნეობა, გაზარდონ რძის და ხორცის წარმოება და ეფექტიანი გახადონ, არცთუ იოლი შრომა, რასაც ყოველდღიურად ეწევიან.

მაშ ასე, დღეს ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ ამ თემებზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი, გიული გოგოლი.

გადაცემას უძღვება ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი, შოთა მაჭარაშვილი

გადაცემა სრულად იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე.